2009 წლის 24-27 ნოემბერს “მუზაში” RADIX-ის შემოდგმომის სამეცნიერო სემინარები ჩატარდა. 4 დღე – 4 დამოუკიდებელი კონფერენცია.
პირველი დღე
რეაბილიტაციის თანამედროვე ასპექტები ჯანდაცვაში
პირველი ბლოკი გახსნა პროფესორმა ნიკოლოზ სააკაშვილმა ლექციით „საქართველოში კურორტოლოგიის და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ტურიზმის განვითარების პერსპექტივები“.
შემდეგ პროფ. ირინე ზარნაძემ ისაუბრა რეაბილიტაციის საკითხებზე მედიცინაში. ბლოკის დასასრულს პროფესორმა რუსუდან ქარსელაძემ შთამბეჭდავი მასალა წარმოადგინა: „ადრეული ინტერვენცია, უნარშეზღუდულობის პრევენცია“.
მეორე ბლოკი რადიქსის და კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის თანამშრომლობით გაკეთდა.პირველი ექსკლუზივი და სურპრიზი სემინარის მონაწილეებს: პირველი ქართული დოკუმენტური ფილმის საპრემიერო ჩვენება ინვალიდობის მქონე საქართველოს მოქალაქეებზე – “როგორ ინგრევა კედელი”. ფილმი “Save The Children-ის” და USAID-ის” დახმარებით 3 თვეში გადაიღო რეჟისორმა გიორგი გვიშიანმა. ფილმის მიზანი არსებული სტერეოტიპების მსხვრევა და შეხედულებების შეცვლაა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიზამა გაამართლა. დარბაზში ბევრს ნახავდით ცრემლიანი თვალებით.
ფილმის ჩვენებამდე რატი იონათამიშვილმა მსმენელებთან დებატები მოაწყო, ვისაუბრეთ ინვალიდობის თანამედროვე და ტრადიციულ მიდგომებზე. ფილმის ჩვენების შემდეგ კი ყველა მიხვდა, რომ ეს მიდგომები არასწორი იყო – ინფორმაციის დეფიციტის გამო.
მეორე დღე
ღეროვანი უჯრედები – მომავლის მედიცინა
კონფერენცია მომზადდა საქართველოში არსებული ღეროვანი უჯრედების ორივე ლაბორატორიასთან ერთად.
პირველი მოხსენება თსსუ-ის ღეროვანი უჯრედების და ქსოვილოვანი ინჯინერიის ქართულ-ამერიკული
ლაბორატორის ხელმძღვანელმა, პროფ. ზურაბ კაკაბაძემ გააკეთა – „უჯრედული თერაპია და ქსოვილოვანი ინჟინერია“.
ბატონმა ზურაბმა გვიჩვენა ოპერაცია, რომელიც საქართველოში პირველად ჩატარდა. პაციენტი 59 წლის, ინფარქტგადატანილი (გამოტყორცნის ფრაქცია 18% )აიღეს ძვლის ტვინი, დამუშავდა, მიიღეს ღეროვანი უჯრედები მოხდა მათი გამრავლება, ექსპანსია, კონცენტრაცია და დიფერენცირება და ინტრაოპერაციულად გადანერგვა გულის კუნთში, მიოკარდიუმში. ეს იყო პირველი,საკმაოდ შთამბეჭდავი,კლინიკური გამოცდილება.
შემდეგ ქართულ-გერმანული სპეციალიზირებული ონკოლოგიური კლინიკა,
ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ბანკი „ჯეოქორდიდან” გოჩა შათირიშვილმა ღეროვანი უჯრედების გამოყენების პერსპეტივებზე ისაუბრა. კონფერენცია ხათუნა დუნდუას ღეროვანი უჯრედების გამოყენების კლინიკური შემთხვევების მიმოხილვით დასრულდა.
მესამე დღე – სიმპოზიუმი
სიახლეები და აქტუალური საკითხები მედიცინაში
კონფერენცია გახსნა პროფესრომა გია გვარამიამ ლექციით “ახალი ტექნოლოგიები ესთეტიკურ მედიცინაში”
შემდეგ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა კბილთა რესტავრაციის თანამედროვე ასპექტებზე ისაუბრა.
მოხსენების დასრულებისთანავე რადიქსის დამფუძნებლებისგან ქ-ნ ქეთის საპატიო წევრის დიპლომი და AVON-ის მიერ დაწესებული სპეციალური საჩუქრები გადაეცა.
შემდეგი გამომსვლელი იყო დეა ყოლბაია ლექციით “ვარსკვლავური მტვრიდან სულის ანატომიამდე”. თემა შეეხებოდა ადამიანის სხეულისბიოქომიას, ნეორომედიატორულ სისტემებს და ფსიქოემუციური მდგომარეობის ფიზიკო-ქიმიურ ასპექტებს.
შემდეგი მომხსენებელი პროფესორი თამარ ბარამიძე – “ყბა‐სახისავთვისებიანი სიმსივნეები”
საინტერესო მოხსენება ჰქონდა კახაბერ მაზმიშვილსაც – “ერთმომენტიანი იმპლანტაცია – იმპლანტი და კბილი ერთ ვიზიტში”.
კონფერენციის დასასრულს ივა და ალექსანდრე კუზანოვებმა ლექცია “თანამედროვე მეთოდები რეკონსტრუქციულ და პლასტიკურ ქირურგიაში” წარმოადგინეს.
მეოთხე დღე
სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია “Key Essentials to Future of Stomatology”
წარმოდგენილი იყო 5 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მასეცნიერო ნაშრომები. ჟიურის წევრები იყვნენ:
გალაქტიონ ხაჭაპურიძე კლინიკა ფემილი დენტიდან,
პროფ. ქეთევან გოგილაშვილი და
ხელმძღვანელი – პროფესორი ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილი.
პირველი ადგილი თსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტისმეხუთე კურსის სტუდენტმა, ნინო ცინცაძემ დაიკავა თემით “კბილთა ტრავმული დაზიანებები ბავშვთა ასაკში, მკურნალობის მნიშვნელობა, პრინციპები და მეთოდები” ხელმძღვანელი: პროფ. მანანა კალანდაძე.
მეორე ადგილი – თამთა ჯიქია (თსსუ, Vკ.) – “იმპლანტის წარმატებული ოსტეოინტეგრაცია”. ხელმძღვანელი: პროფ. გიორგი მენაბდე.
მესამე ადგილი კი თსსუ-ის სტომატოლოგიის ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტს, მარიამ სიჭინავას ხვდა.
საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებამ თავისი ფავორიტები – მარიკა ჭანტურია და გვანცა ტაბაღუა, რადიქსმა კი ანი ბოკუჩავა დააჯილდოვა.
გამარჯვებული სტუდენტების ნაშრომების პუბლიკაცია მოხდა სამედიცინო-ინტერნეტ ქსელ medgeo.net-ზე და ჟურნალ GSAnews-ში. გამარჯვებულები სასწავლო სახელმძღვანელოებით დააჯილდოვა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ.
რადიქსი განსაკუთრებულ მადლობას უხდის ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებას საორგანიზაციო საკითხებში დახმარებისათვის.