2022 წლის 14 მაისს, სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რადიქსის ორგანიზებით, ალბიუსის პაროდონტოლოგთა კლუბთან თანამშრობლობით და საქართველოს სტომატოლგოთა ასოციაციის მხარდაჭერით სასტუმრო ბილტმორში გაიმართება კონფერენცია „მიკრო-ქირურგიული ენდოდონტია“, რომელსაც პროფესორი არნალდო კასტელუჩი გაუძღვება.

 

 

მიკროქირურგიული ენდოდონტია

პროგრამა

თბილისი, 14  მაისი, 2022

ინსტრუქტორი: არნალდო კასტელუჩი, MD, DDS

 

08:30 – 09:00 მონაწილეთა რეგისტრაცია

09:00- 09:30 გახსნის ცერემონია

 

09:30 – 10:30  ინსტრუქტორი: არნალდო კასტელუჩი, MD, DDS 

ქირურგიული ენდოდონტიური მკურნალობის სწორი გეგმა

  • ექსტრაქცია და იმპლანტაცია?
  • არაქირურგიული განმეორებითი მკურნალობა?
  • ქირურგიული განმეორებითი მკურნალობა?
  • კონუსური სხივის კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემის (CBCT), როგორც დიაგნოსტიკის მეთოდის გამოყენება

ოპერაციული მიკროსკოპის გამოყენება ქირურგიულ ენდოდონტიაში

  • ოპერაციული მიკროსკოპის ანატომია
  • სამუშაო ველის განათება
  • პოზიცია მუშაობის დროს
  • ერგონომიკა მიკროსკოპით მუშაობის დროს: ასისტენტის როლი

10.30 – 11.30

  • ანესთეზია
  • რბილი ქსოვილების მენეჯმენტი: ნაფლეთის დიზაინი, განაკვეთის გატარება და ნაფლეთის ატრავმული აშრევება და რეტრაქცია / გადაწევა
  • ანატომიური თავისებურებები: ქვედა ალვეოლური ნერვი, მენთალური ნერვი, სასის დიდი არტერია, ზედა ყბის სინუსები.
  • სისხლდენის კონტროლი

11.30 – 12.00 შესვენება

 

12.00 – 12.30 –  “პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანება და მათი მკურნალობა” ლანდა ლურსმანაშვილი – სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ რადიქსის პრეზიდენტი, სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ექიმი პაროდონტოლოგი.

12.30– 14.00 – ინსტრუქტორი: არნალდო კასტელუჩი, MD, DDS

  • ფესვის მწვერვალთან რეტროგრადული მიდგომისთვის შექმნილი ძვლოვანი ღრუ
  • ფესვის აპექსის ლოკალიზაცია
  • ძვლოვანი ღრუს მენეჯმენტი
  • ფესვის დაბოლოებების დახრილობა და მისი დაპრეპარირება
  • ფესვის დაბოლოების პრეპარირება ულტრაბგერის VS ხელის ინსტრუმენტების საშუალებით

 

14.00 – 14.30  – NeoSpectra — ახალი სიტყვა პირდაპირ რესტავრაციებში-ნათია რუსაძე, Dentsply Sirona-ს სერტიფიცირებული ექიმი-კონსულტანტი, კლინიკა “დენტოკლუბის” კლინიკური ხელმძღვანელი, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

14:30-15:00    შესვენება

15.00 – 17.00 ინსტრუქტორი: არნალდო კასტელუჩი, MD, DDS

  • ფესვის მწვერვალის დასახური/დასაბჟენი მასალები: SuperEBA, MTA, Bioceramics
  • ქირურგიული ძაფები
  • პოსტოპერაციული მეთვალყურეობა
  • 24 საათში ნაკერების მოხსნა

17.00 – 17.30 შესვენება

17.30 – 19.00 ფრონტალურ და პოსტერიორის ჯგუფის კბილებზე ქირურგიული ოპერაციული მიკროსკოპით ჩატარებული ქირურგიული პროცედურების ვიდეო-მასალა.

 

რეგისტრაცია

რეგისტრაციის ღირებულება
1 მსენელი – 450₾
სპეციალური შეთავაზება კლინიკებისვის – „3+1“- კლინიკის 3 ექიმის რეგისტრაციისას მეოთხე ექიმი ლექციაზე დასწრებას საჩუქრად მიიღებს. ამ შემთხვევაში
თითოეული მსმენელის საფასური – 400₾ მეოთხე მსმენელი კი დასწრების საფასურს არ იხდის.
რეგისტრაცია სტუდენტებისთვის
1 მსმენელი – 250₾
3 მსენელის ჯგუფური რეგისტრაცია – 200₾ (თანხა მითითებულია ჯგუფის თითო წევრისთვის)

 

რეგისტრირებულად ითვლება მონაწილე, რომელსაც შევსებული აქვს სარეგისტრაციო ფორმა და დაფარული აქვს კონფერენციის დასწრების საფასური.

სარეგისტრაციო ფორმა

 

რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი – ს.ს. საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300

ბენეფიციარი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი

დანიშნულებაში თქვენი სახელი და გვარი მიუთითეთ!

არ დაგავიწყდეთ, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი თან იქონიოთ კონგრესზე გამოცხადებისას.

 

 

გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის შემდგომ, თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია განცხადებით მომართვის შემთხვევაში არაუგვიანეს 1 მაისისა. უკან ბრუნდება გადახდილი თანხის 60%.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

514 00 00 16

555 777 895

Email: radixge@gmail.com