კომპანია “იმპლადენტი” (“კომპანია “ალფაბიოს” ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში) 2013 წლის 26-27 იანვარს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ სამეცნიერო კონფერენციას და მასტერ-კლასებს იმპლანტოლოგიაში.
პროგრამა:
26 იანვარი / 11:00-11:30/ ალექს პუპკო (‘ალფა ბიოს” გაყიდვების დირექტორი)
“ალფა ბიოს” იმპლანტების უპირატესობა სხვა მწარმოებლების პროდუქტთან”
26 იანვარი /11:30-12:00/ ერასტო შენგელია
“საიმპლანტაციო ველის ანატომია და მორფოლოგია”
- ძვლის ქსოვილის არქიტექტონიკა, ქვედა და ზედა ყბის განმასხვავებელი თავისებურებანი, ღრძილის სხვადასხვა ბიოტიპები;
26 იანვარი/12:00-13:30/ ერასტო შენგელია
“იმპლანტოლოგიური მკურნალობის დაგეგმარება და შედგენა”
- პაციენტის საერთო შეფასება. უკუჩვენება იმპლანტაციის ჩასატარებლად – აბსოლუტური და შეფარდებითი;
- კონსილიუმი (იმპლანტოლოგი, ორთოპედი, კბილის ტექნიკოსი); რენტგენოლოგიური გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია (შედეგის სწორი ინტერპრეტაცია), ქირურგიული და დიაგნოსტიკური შაბლონი. საბოლოო მკურნალობის გეგმის შედგენა და იმპლანტის შერჩევა;
26 იანვარი/13:30 – 15:30/ ერასტო შენგელია
“იმპლანტაციის ძირითადი პრინციპები”
- ინსტრუმენტებისა და მოწყობილობების მომზადება. ფარმაკოლოგიური პროტოკოლი.
- ანესთეზიის თავისებურება, ნაფლეთის დიზაინი.
- ქირურგიული პროტოკოლი ძვლის ტიპის შესაბამისად.
- დაშორება: იმპლანტი-იმპლანტი, იმპლანტი-კბილი. იმპლანტის სწორი მდებარეობა მეზობელ კბილებთან მიმართებაში.
- ნაკერის დადება. პაციენტის ოპერაციისშემდგომი მკურნალობა.
- იმპლანტის გახსნა და მაფორმირებელის შერჩევის კრიტერიუმები;
26 იანვარი/15:30-16:30/ ერასტო შენგელია
“რთული ქირურგიული მანიპულაციების მოკლე მიმოხილვა”
- ღია და დახურული სინუს-ლიფტინგი; ლატერალურ და ვერტიკალური აუგუმენტაცია; ალვეოლური ძვლის უშუალო იმპლანტაცია, დაუყოვნებლივი დატვირთვა. ორთოპედიული ეტაპების პრინციპები;
მასტერ-კლასი
ალფა ბიოს იმპლანტებს დაყენება ფანტომურ ყბებზე. მონაწილეები დამოუკიდებლად ჩაატარებენ ქირურგიულ პროტოკოლს ფანტომურ ყბებზე. იმპლანტაციის ოპერაცია ონლაინ რეჟიმში. კლინიკური შემთხვევის გარჩევა.
სერტიფიკატის დაგაცემა;
მასტერ-კლასზე გათამაშდება 150 ლარის ღირებულების იმპლანტოლოგიის სახელმძღვანელო “პრაქტიკული დენტალური იმპლანტოლოგია” და 1900 ლარის ღირებულების ქირურგიული სეტი;
მასტერ-კლასზე ადგილები შეზღუდულია!
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი;
ოპონენტი – გალაქტიონ მახვილაძე (ექიმი-იმპლანტოლოგი კლინიკა „დენტოკლუბი“)
მოდერატორი ლევან კაკაბაძე (კომპანია “იმპლადენტი“ აღმასრულებელი დირექტორი)
მონაწილეობის ღირებულება:
მასტერ-კლასი – 150 ლარი;
ლექცია-მასტერკლასი – 200 ლარი;
ლექცია – 60 ლარი;
რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 555477700, 514 797997, 574 670067;
Impladent.georgia@gmail.com