2016 წლის 15-16 ოქტომბერს საქართველოს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოების ორგანიზებით ჩატარდა ესთეტიკური მედიცინის IV საერთაშორისო კონგრესი.
კონგრესზე წარმოდგენილი იქნა თემატური სესიები, მოხსენებები და მასტერ-კლასები, განხილულ იქნა ესთეტიკური მედიცინის უახლესი მიღწევები.
კონგრესზე მოხსენებებით წარსდგნენ საპატიო სპიკერები, მსოფლიო ორგანიზაცია U.I.M.E.-ში შემავალი ქვეყნების ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებების პრეზიდენტები, უცხოელი პროფესიონალები და ასევე საქართველოში მოღვაწე ექიმები. აღნიშნულ კონგრესზე მოხსენებით მიწვეული იყვენენ სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” ექიმები, სამეცნიერო კვლევითი ცენტრ რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი: გვანცა ტაბაღუა და ორგანიზაციის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა ნაცვლიშვილი. მათ მიერ კონგრესზე წარმოდგენილი იყო შემდეგი მოხსენებები – კბილების გათეთრება – უსაფრთხოებისა და ეფექტურობის თანამედროვე კონცეფციები და ღიმილის ვარდისფერი ესთეტიკა.
მოხსენებებმა დამსწრე აუდიტორიის, კოლეგებისა და ორგანიზატორების დიდი ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა.
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რადიქსი წარმატებებს უსურვებს ესთეტიკური მედიცინის საზოგადოებას და მუდამ მზად იქნება სამომავლო ურთიერთანამშრომლობისთვის.
კონგრესზე მოხსენებით წარსდგნენ ექიმი ორთოდონტი ნინო ბერიძე (ნინო ბერიძის ორთოდონტიული ცენტრი), კლინიკა “ალგანი დენტის” ხელმძღვანელი მარიამ კვირიკაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” ორთოპედი სტომატოლოგი თენგო ბინიაშვილი და სხვები.
ესთეტიკური სტომატოლოგიის სექციას საქართველოს სტმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი ხელმძღვანელობდა.