28 აპრილს, ქალაქ თელავში, რადიქსის კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, რადიქსის მეორე სამეცნიერო კონფერენცია „კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ სასტუმრო “ძველ თელავში” ჩატარდა,  რომელსაც სიღნაღის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, წნორის და თბილისის ექიმი-სტომატოლოგები ესწრებოდნენ.

კონფერენცია კომპანია „ჯი-პი-სის“, კომპანია „ნიკომედის“, სტომატოლოგიური კლინიკა „ცედექსის“, ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ „ელიტის“, კბილთა რესტავრაციის სკოლის, კომპანია „გლაქსოსმიტკლაინის“ და კომპანია „ქოლგეით-პალმოლივის“ თანადგომით ჩატარდა.

ოფიციალური ნაწილი რადიქის პრეზიდენტის, ზურაბ ალხანიშვილის მოხსენებით „სტომატოლოგიურ დაავადებათა  მკურნალობის  თავისებურებები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში“  გაიხსნა.

კომპანია „ჯი-პი-სის“ წარმომადგენელმა, ლევან ჟორჟოლიანმა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში დაბინძურებასთან ბრძოლის სტრატეგიებზე ისაუბრა და დამსწრე აუდიტორიას საჩუქრები გადასცა. მოხსენებებით წარსდგნენ კომპანიის სხვა თანამშრომლებიც: თამარ ალიკოშვილი („ბრექსინის გამოყენების უპირატესობა“) და თამარ ჩუბინიძე („პირის ღრუს ანტისეპტიკა“). ფამრმაცევტული კომპანია „ნიკომედის“  სახელით, ლელა გერმანიშვილმა არასტეროიდული ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებების არჩევის თანამედროვე  მიდგომები გაგვაცნო.

კონფერენცია კბილთა რესტრავრაციების სკოლასთან თანამშრომლობით განხორციელდა. მოხსენებით სკოლის პედაგოგი, ექიმი რესტრავრატორი ირენ ზენტეკი წარსდგა. ქალბატონმა ირენმა კბილთა რესტავრაციის სტანდარტებზე და საღეჭი კბილების ესთეტიკურ რესტავრაციებზე ისუაბრა. ამავე თემაზე ჩატარდა მასტერ-კლასიც.

კლინიკა „ცედექსის“ ექიმმა-სტომატოლოგმა, რადიქსის გენერალურმა მდივანმა, გვანცა ტაბაღუამ, წარმადგინა გაიდლაინი თემაზე „სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული დაავადებების პრევენცია და მენეჯმენტი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“.

კონფერენციას სასტუმრო „ძველი თელავი“ მასპინძლობდა.

 

ორგანიზატორები: თეა გიგაშვილი, გვანცა ქურციკაშვილი