2012 წლის 24-25 მარტს თბილისში, სასტუმრო „დიპლაზაში“, უკვე ტრადიციულად, თბილისის მეორე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი ჩატარდა!
წლევანდელი კონგრესი ოთხ სექციად მიმდინარეობდა. 24 მარტის სექცია რადიქსის პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა გახსნა და მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადასცა. მისასალმებელი სიტყვით წარსდგა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილიც.
კონგრესის არაოფიციალური ნაწილი კუბური ბარის, „ფიდელის“ მოცეკვავეებმა გახსნეს.
ოფიციალური ნაწილი კი ზურაბ ალხანიშვილის მოხსენებით: „აუტისტური სპექტრის აშლილობა და ქცევის პოზიტიური მართვის პრინციპები“ დაიწყო. „რა არის აუტიზმი?“ „როგორ მივიღოთ აუტიზმის მქონე პაციენტი სტომატოლოგიურ კაბინეტში?“ ზურაბ ალხანიშვილმა, დარბაზის მონაწილეობით, გაიდლაინები წარმოადგინა.
ილიას სახელმწოფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის პროფესორმა, ქეთევან გოგილაშვილმა, ენდოდონტიური და პოსტენდოდონტიური მკურნალობისთვის მოწოდებული საშუალებების გამოყენების ჩვენებებსა და უკუჩვენებებზე ისაუბრა.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი მენაბდემ, პირის ღრუს ძვლოვანი დეფექტების ქირურგიული რეკონსტრუქციის კლინიკური შემთხვევები მიმოიხილა.
კონგრესის სპეციალური სტუმარი კი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და ორთოდონტიის კათედრის გამგე, არტურ პაპაზიანი გახლდათ, მოხსენებით: “ღრმა ფრონტალური გადაფარვა დისტალური ოკლუზიის დროს – დიაგნოსტიკის მეთოდები და მკურნალობა”
კორპორაცია „Dentsply-ს“ ექიმმა-კონსულტანტმა ამიერკავკასიაში, ნათია რუსაძემ, SDR მასალების გამოყენებით, მასტერკლასი ჩაატარა თემაზე „კარიესული ღრუს სრული სამგანზომოლებიანი შევსება – როგორც ალტერნატივა კომპოზიტით შრეობრივი რესტავრაციისა.“
სესია ფსიქოლოგმა ნინო ჯაფარიძემ დაასრულა მოხსენებით „ეფექტური კომუნიკაცია სტომატოლოგიაში“, ჯგუფური აქტივობებით მიმოიხილა სტომატოლოგებისათვის ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ანამნეზის შეკრება; კომინუკაციის დამახინჯება; არავერბალური ნიშნები ( შიში, შფოთი, ნდობა ); ინტიმური სივრცე და ა.შ.
კონგრესის მეორე დღე, სამ სექციში, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა:
საკონფერენციო დარბაზში, 25 მარტის ს დილის სესია სისხლისმიერ დაავადებებთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრისკენ იყო მიმართული. სესიას ლანდა ლურსმანაშვილი და ნინო გვასალია უძღვებოდნენ. მოხსენებებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი ფატი გაბუნია ( „ვირუსული ჰეპატიტები“) და ამავე ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი, მედიცინის დოქტორი, მაია ცინცაძე ( „აივ ინფექცია – შიდსი“) წარსდგნენ.
სესიის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა კომპანია „ჯი-პი-სის“ წარმომადგენლის, ლევან ჟორჟოლიანის მოხსენება: „„დაბინძურებასთან ბრძოლა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“.
კლინიკა „დენტექსი 95-ს“ ექიმმა-სტომატოლოგმა, მარიკა ზურმუხტაშვილმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მიმდინარე ექსპეტიმენტული კვლევის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის სიმსივნეების მკურნალობის ნოვაციური მეთოდების შედეგები გაგვაცნო.
სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული დაავადებების, ანაფილაქსიური შოკის და კვინკეს შეშუპების პრენეციასა და სტომატოლოგიურ პრაქტიკაში მის მენეჯმენტზე ისაუბრა რადიქსის გენერალურმა მდივანმა, კლინიკა „ცედექსის“ ექიმმა – სტომატოლოგმა, ილიას სახ. უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, გვანცა ტაბაღუამ. გვანცამ, დამსწრე საზოგადოებას საერთაშორისო გაიდლაინები და ნაციონალური კანონმდებლობა გააცნო.
მოხსენებით „დაშლილი კბილების აღდგენა შემდგომი ესთეტიკური რესტავრაციით“ წარსდგა ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ „ელიტის“ დირექტორი, მედიცინის დოქტორი ზურაბ გერსამია.
კონგრესზე წასდგნენ სხვადასხვა კომპანიებიც: კომპანია „ჯი-პი-სის“ წარმომადგენელმა, თამარ ალეკოშვილმა, „ბრექსინის“ კლინიკური გამოყენების უპირატესობებზე, თამარ ჩუბინიძემ კი „ოქტენიდოლის“ ძლიერ მხარეებზე ისაუბრა. კომპანია „ქოლგეთ-პალმოლივის“ სამედიცინო წარმომადგენელმა, მარიამ ყუფარაძემ, პაროდონტის დაავადებების მკურნალობაში ქოლგეით ტოტალის ხაზის კბილის პასტების გამოყენების ჩვენებები გაგვაცნო. ლელა დუდუჩავამ კი NKS -ს პროდუქცია წარმოადგინა.
სესიის დასასრულს, კლინიკა „VP დენტალის“ ექიმმა სტომატოლოგმა, ვახტანგ პატეიშვილმა დენტალურ იმპლანტაციაში 3D ნავიგაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, კლინიკა „ბელადენტის“ დირექტორმა, ბელა მარგველანმა კი გააკეთა მოხსენება თემაზე: „ნოვაციური მიდგომა – ადჰეზიური ხიდისებრი კონსტრუქცია სილიკონის გასაღებით“.
25 მარტს, პარალელურად მიმდინარეობდა ვორქშოფი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზია სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“. ვორქშოფს ცირა ბარქაია უძღვებოდა (ფსიქოლოგი, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების მაგისტრი ( ოსლოს უნივერსიტეტი. ნორვეგია )
განსახილველ საკითხთა შორის იყო: განვითარების დარღვევები: დაუნის სინდრომი;
ცერებრული დამბლა; აუტიზმი; მხედველობის დაქვეითება და სმენის დაქვეითება;
სესიის მონაწილეებმა იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფის განვითარების გზების შესახებ.
პარალელურად მიმდინარეობდა მასტერ-კლასიც Dentsply Maillefer –ის მიერ დამტკიცებული გაიდლაინით თემაზე „ენდოდონტიური მკურნალობა თანამედროვე ნიკელ-ტიტანის მბრუნავი ინსტრუმენტების, ProTaper Universal –ის გამოყენებით“
თეორიული ნაწილი მოიცავდა:
1.ენდოდონტიური მკურნალობის მიზანი და ამოცანები;
2.ფესვის არხების დასამუშავებელი თანამედროვე ენდოდონტიური ინსტრუმენტები (უპირატესობა და ნაკლი);
3.თანმიმდევრობა მკურნალობის დროს;
4.ენდოდომოტორი X-Smart, აპექს-ლოკატორი PropexII;
5. ProTaper Universal-ით ფესვის არხების დამუშავების ტექნიკა;
6.განმეორებითი მკურნალობა;
7.არხის სამგანზომილებიანი ობტურაცია.
თითოეულ მონაწილემ ნიკელ-ტიტანის ინსტრუმენტების – PathFile -ების და ProTaper -ების (ხელის და მანქანის) _ დახმარებით ენდობლოკებზე არხი ენდომოტორის გამოყენებით დაამუშავა.
თეორიულ და პრაქტიკულ კურსს კორპორაცია Dentsply -ის ექიმი-კონსულტანტი ამიერკავკასიაში ნათია რუსაძე უძღვებოდა.
25 მარტს, დღის მეორე ნახევარი სტუდენტების და რეზიდენტების სექციას დაეთმო.
მოხსენებებით წარსდგნენ:
“პირის ღრუს ფსკერის კიბო” – ანი ბოკუჩავა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, V კურსი; (ხელმძ: მმდ. ლევან რამიშვილი)
“ბრუქსიზმი – პრობლემა თანამედროვე სტომატოლოგიაში” – მარიამ თანანაშვილი, ირმა თვარაძე, “ცედექსი” (ხელმძ: მმდ. პროფ. ქ. გოგილაშვილი)
“დაუყოვნებელი იმპლანტაცია დაუყოვნებელი დატვირთვით ესთეტიკურ ზონაში” – გვანცა ვარდოსანიძე, ანი ლოლიშვილი, თსუ, V კურსი; (ხელმძ: ექიმი-ორთოპედი, იმპლანტოლოგი, მ.დ გ. ქოჩიაშვილი)
“სტომატოლოგიის აქსელერატორი” – თამარ ნიბლაძე, “ცედექსი”; (ხელმძ: მმდ. პროფ. ქ. გოგილაშვილი)
“სტომატოლოგიური მატრიცები, დამჭერი სისტემები და გამოყენების თავისებურებები” – ზაზა ოკუჯავა “ცედექსი”; (ხელმძ: მმდ. პროფ. ქ. გოგილაშვილი)
“ქვედა ყბის ამელობლასტომის მკურნალობის თანამედროვე პრინციპები” – მარიამ ქურციკიძე, ნინო თალაყვაძე, ცირა ბერბიჭაშვილი, თსუ V კურსი; (ხელმძ: პროფ. მ. გოგიბერიძე)
“თხევადი და კონდენსირებადი კომპოზიტის გამოყენების კლინიკურ-ექსპერიმენტული მეთოდი” – ლიკა ხუციშვილი, “ცედექსი”; (ხელმძ: მმდ. პროფ. ქ. გოგილაშვილი, მ. წიკლაური)
“პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ლოკალური ეპითელური ჰიპერპლაზია – ჰეკის დაავადება” – ლორიტა ამბროლაძე, “ცედექსი”; (ხელმძ: პროფ. ქ. გოგილაშვილი)
“შეგრძნება, რომელიც ამოძრავებს სამყაროს” – სოფიკო ფილიევი, უნივერსიტეტი “ჯეომედი”, V კურსი; (ხელმძ: მმდ, პროფ. თამარ ოქროპირიძე)
სესიას გვანცა ტაბაღუა და გიორგი აფხაძე უძღვებოდნენ. ჟიური კი ახალგაზრდა მეცნიერებით დაკომპლექტდა: თამარ ყურაშვილი ( ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი. სტომატოლოგიური კლინიკა “Live Dent-ის” დირექტორი, ექიმი-სტომატოლოგი); ლევან თადუმაძე – მედიცინის დოქტორი (PHD, MD) (ჩაჩავას კლინიკა); პავლე ხუჯაძე (ნინო ბერიძის ორთოდონტული ცენტრის ექიმი-სტომატოლოგი); მარიკა კუბლაშვილი ( მედიცინის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ექიმი-სტომატოლოგი)
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მოხსენებები, სტუდენტური კონფერენციების რამდენიმეწლიან ისტორიაში, განსაკუთრებული დახვეწილობითა და მაღალი დონით გამოირჩეოდა. თუმცა, სამი გამარჯვებული მაინც შეირჩა: პირველი ადგილი კლინიკა „ცედექსის“ რეზიდენტმა თამარ ნიბლაძემ დაიკავა. მეორე ადგილზე „ჯეომედის“ სტომატოლოგიის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტი სოფო ფილიევი გავიდა. მესამე საპრიზო ადგილი კი კლინიკა „ცედექსის“ რეზიდენტმა, ლიკა ხუციშვილმა დაიკავა.
თამარ ნიბლაძეს წლის მთავარი სურპრიზი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და „ქოლგეით-პალმოლივის“ ერთობლივი საჩუქარი ერგო! თამარი ბათუმში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის VIII საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე, რადიქსის კონგრესზე გამარჯვებული მოხსენებით წარსდგება!
პირველ და მეორე ადგილებზე გასულ კონკურსანტებს სპეციალური საჩუქრები კომპანია „ჯიპისიმ“ გადასცა. განსაკუთრებული საჩუქრები დააწესა ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ „ელიტის“ კბილთა რესტავრაციების სკოლამ: პირველი სამეული პროფესორ ქეთევან გოგილაშვილის ენდოდონტიის საბაზისო კურსის მასტერკლასს, ბატონ ზურაბ გერსამიას მასტერკლასს „დაშლილი კბილების აღდგენა შემდგომი ესთეტიკური რესტავრაციით“ და „ელიტის“ ექიმი-რესტავრატორის, ირენ ზენტეკის მასტერკლასს „რესტავრაციის საბაზისო კურსს“ უფასოდ დაესწრება.
სექციის ყველა მონაწილემ „ქოლგეით-პალმოლივის“ მიერ დაწესებული სპეციალური საჩუქრი მიიღო.
დასასრულს, პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა, კონგრესის ახალბედა მონაწილეებს, ზურაბ ალხანიშვილს და გვანცა ტაბაღუას საჩუქრად სახელმძღვანელოები „ბაზისური და კლინიკური ენდოდონტია“ გადასცა ( ავტორები-ქეთევან გოგილაშვილი და სოფიო სამხარაძე). მათი მოხსენებები სტომატოლოგთა ასოციაციის ჟურნალ GSAnews-ის შემდეგ ნომერში დაიბეჭდება.
სასტუმრო “დიპლაზაში”, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციისა და სტომატოლოგიური მასალების გამოფენაც, 2 დღე მიმდინარეობდა.
რადიქსი მადლობას უხდის სპონსორებსა და მხარდამჭერებს: კომპანია „ჯი-პი-სის“, კომპანია „ქოლგეით-პალმოლივს“, კორპორაცია „დენტსპლაის“, კომპანია “ნიკომედს”, კომპანია “ბინაკა საქართველოს”; კომპანია “dentalmarket.ge-ს”, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას, ესტეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ „ელიტს“, საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებას, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს.
განსაკუთრებული მადლობა ლალი კოჭლაშვილს და ქეთევან გოგილაშვილს!
მომავალ წლამდე!