„მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი , როდესაც სამეცნიერო კვლევითი ცენტრის RADIX- ის შესახებ ჩემი ლექტორისგან შევიტყვე. მალევე გადავწყვიტე მონაწილეობა ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმში მიმეღო. ეს დიდი გამოწვევა გახლდათ ჩემთვის, რადგან მანამდე მსგავსი სახის გამოცდილება არ მქონია.
თემაზე მუშაობა შრომატევადი პროცესი აღმოჩნდა, აქტიურად გავდიოდი კონსულტაციებს ჩემი თემის ხელმძღვანელთან და სხვადასხვა ლიტერატურას ვეცნობოდი. ვორქშოფის დღეს მონაწილეებმა რადიქსის პრეზიდენტთან და ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენთან ერთად პრეზენტაციასთან დაკავშირებული ასპექტები დეტალურად განვიხილეთ. თითოეული მომხსენებელი გამორჩეული და დასამახსოვრებელი იყო.
ფორუმის დღეს ბუნებრივია ვღელავდი, რადგან საქართველოს წამყვანი პრაქტიკოსი სტომატოლოგების წინაშე თემის წარდგენა სტუდენტისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. გამოცდილება მივიღე, როგორც თემასთან მუშაობის მხრივ , ისე ფართო აუდიტორიათან კომუნიკაციის კუთხით.
ვფიქრობ, რომ ასეთ მაღალორგანიზებულ საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობა მომავალი სტომატოლოგებისთვის საუკეთესო შანსი და გამოწვევაა. ძალიან საინტერესო და განსხვავებული იქნება 2021 წლის RADIX-ის ღონისძიების ფორმატი, ამიტომ ყველა სტუდენტსა და რეზიდენტს ვურჩევ მონაწილეობის მიღებას და წარმატებას ვუსურვებ. „ – ნუცა გოგიბედაშვილი