თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი
2017 წლის 28 აპრილს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი ჩატარდა. წელს კონგრესს სასუმრო “მილენიუმ ბილთმორმა” უმასპინძლა. კონგრესი “რადიქსის” პრეზიდენტმა ნინო გვასალიამ გახსნა და ორგანიზაციის ახალი საპატიო წევრები გამოავლინა. ტრადიციულად, წევრის შერჩევის კრიტერიუმები მარტივია: უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდა კოლეგების კარიერულ / პროფესიულ განვითარებაზე, მხარში ედგეს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, გამოირჩეოდეს პროფესიონალიზმით, კოლეგიალობითა და ნოვაციების…