საქართველოში სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება
2016 წლის 14-17 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში შეზღუდული შესაძლებლობებისა და პირის ღრუს ჯანმრთელობის საერთაშორისო ასოციაციის 23-ე საერთაშორისო კონგრესი და სპეციალური საჭიროების სტომატოლოგიის ასოციაციის 28-ე ყოველწლიური შეხვედრა შედგა. სპეციალური საჭიროების (განსაკუთრებული ზრუნვის) სტომატოლოგია აერთიანებს პირის ღრუს პრევენციულ და სამკურნალო სერვისებს ადამიანებისთვის, რომელთათვისაც რუტინული სტომატოლოგიური მომსახურების მიღება, როგორც წესი, მიუწვდომელია მათი ფიზიკური, ინტელექტუალური, სამედიცინო, ემოციური, სენსორული,…