რადიქსის რეგიონული კონფერენცია 2016
სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. ცენტრის რეგიონული გაძლიერების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და დღეისათვის საქართველოში რადიქსის 4 რეგიონული ორგანიზაცია ფუნქციონირებს. პროგრამის მიზანია მედიცინის სფეროს ნოვაციების გავრცელება და რეგიონების წარმომადგენელი ექიმებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2016 წლის 2-3 აპრილს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები იმერეთსა და სამეგრელოში ჩატარდა. იმერეთში ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.…