რადიქსის საბავშვო პროგრამა თბილისის 144-ე საჯარო ბაგა-ბაღში
2012 წლის 20 ივნისს რადიქსი თბილისის 144-ე ბაგა-ბაღს ეწვია. რადიქსის ექიმებთან ერთად, ბავშვებმა ბევრი იმხიარულეს, საინტერესო ზღაპრები მოისმინეს, კბილების გამოხეხვის სწორი ტექნიკა ისწავლეს და ერთმანეთს ასწავლეს. სტუმრად “ქოლგეით-პალმოლივის” ექიმი ბაჭია და რვაფეხა “ჰენდიც” მოიწვიეს, რომლებმაც ჰიგიენური მოვლის საშუალებებით ყველა მონაწილე დაასაჩუქრეს. შეხვედრა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმით “კბილების სამეფოთი” დასრულდა. აღსაზრდელებს სპეციალური, სიმბოლური სერტიფიკატები იმის დასტურად გადაეცათ, რომ ჰიგიენური მოვლის უნარ-ჩვევებს წარმატებით დაეუფლნენ.