ჯანმრთელი ღიმილის ერთი თვე საქართველოში
12 სექტემბერი პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ თარიღს კომპანია „ქოლგეით-პალმოლივის“ ქართული წარმომადგენლობა, RADIX-ის და სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტით „ჯანმრთელი პირის ღრუს ერთი თვე საქართველოში“ შეხვდა. 2010 წლის 12 სექტემბრიდან, აქცია თბილისის 35 სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარდა. ორი მობილური კლინიკა კი ერთი თვის მანძილზე თბილისის სხვადასხვა უბნებში მოძრაობდა. საერთო ჯამში, პროექტში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.…