ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 25 თებერვალს, ქალაქ წყალტუბოში, სასტუმრო პარკ ჰოტელში, რადიქსის რეგიონალური კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებას 300ზე მეტი მსმენელი, დარგის ცნობილი ექსპერტები და ექვსი წამყვანი სტომატოლოგიური კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
ღონისძიება რადიქსის პირველმა პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა გახსნა და აუდიტორიას ორგანიზაციის ახალი პრეზიდენტი, ნინო ნებიერიძე წარუდგინა.
კონფერენცია ცოდნის გაზიარების პლატფორმა და რეგიონის კოლეგებთან შეხვედრის შესანიშნავი შესაძლებლობა იყო. ღონისძიების სამეცნიერო ნაწილი ძალიან საინტერესო, დატვირთული და მრავალფეროვანი იყო. ყურადღება არა მხოლოდ მკურნალობის მნიშვნელოვან ასპექტებზე, არამედ ზოგადი მედიცინის და ჯანდაცვის საკვანძო რგოლებზე, ასევე სტომატოლოგიური კლინიკების გაციფრულებაზეც გამახვილდა.
კონფერენციის პროგრამა პარტნიორ ორგანიზაციებთან: „საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია (GSA)“ , „საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაცია( GPDA)“ და
“საქართველოს სტომატოლოგიურ საზოგადოება ( GDS)“ – ერთობლივი ძალისხმევით შემუშავდა. სამეცნიერო ნაშრომები GSA-ს პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტებმა ზურაბ ალხანიშვილმა და სოფიო სამხარაძემ წარმოადგინეს. გარდა ამისა, „საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა ელენე ხარაშვილმა ლექცია თემაზე „პროფილაქტიკური ღონისძიებები ბავშვებისთვის ასაკობრივი მაჩვენებლების მიხედვით“ წარმოადგინა . საქართველოს სტომატოლოგთა საზოგადოებას წარმოადგენდნენ მისი პრეზიდენტი ანა გიბიშვილი და კლინიკა Smile Care- ის ექიმი, სოფიო ნიქაბაძე. გარდა ამისა, კონფერენციის პროგრამის ფარგლებში რადიქსის სახელით ლექციები წაიკითხეს თეა ნაცვლიშვილმა, მარიამ ქურციკიძემ და მარია მუშკუდიანმა.
კომპანიებმა: Medical Line Georgia, Dentos, Power and Beauty, Tepe, GEA, Aprofi-Group და LTD Bana-მ ინდუსტრიის უახლესი ტენდენციები და ინოვაციები, თავიანთი უახლესი პროდუქცია და სერვისები დამსწრე აუდიტორიას წარუდგინეს.
რადიქსის რეგიონალური კონფერენცია არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც სტომატოლოგიის სფეროში ცოდნის გაზიარებას და დარგის განვითარებას უწყობს ხელს. კონფერენციის წარმატება 2023 წელს ღონისძიების მნიშვნელობას კიდევ უფრო გამოკვეთილად წარმოაჩენს, ეს უკანასკნელი კი მსენელის მიმართ ჩვენს პასუხიმგებლობას ზრდის.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილე კომპანიას: Power and Beauty, Tepe, Medical Line Georgia, Gea, Aprofi-Group, LTD Bana.
იმერეთის რეგიონს კი მომავალ წლამდე ვემშვიდობებით .
შევხვდებით თბილისში, 29 აპრილს რადიქსის მე-12 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე.