უკანასკნელ წლებში საქართველოში სტომატოლოგიის დარგი კიდევ უფრო განვითარდა. გაიზარდა როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინფორმირებულობის დონე და მოთხოვნები მენეჯმენტის, ადმინისტრაციის და სერვისების მიმართ. გაზრდილმა კონკურენციამ ხარისხის განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა წარმოშვა.
ინფექციების კონტროლის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღესაა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ბუნებრივად ცვლის სტომატოლოგების დამოკიდებულებას, კლინიკების კონცეფციას, ხედვას და დამოკიდებულებას.
აღნიშნული სახელმძღვანელოს შექმნის მიზანი იყო, შეგვეკრიბა ის ძირითადი რეკომენდაციები, რაც საჭირო და სასურველია თანამედროვე სტომატოლოგიური კლინიკაში უსაფრთხო მუშაობისთვის, რადიაციული უსაფრთხოების ეფექტური კონტროლისთვის, სწორი ვიზუალიზაციის, პერსონალისა და პაციენტების მაქსიმალური დაცვის ოპტიმიზაციისთვის.
2018 წლის 2 ოქტომბერს, სახელმძღვანელოს “რადიოგრაფიის პრინციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიში” პრეზენტაცია გაიმართა.
სახელმძღვანელო საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ და სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა „რადიქსმა“ გამოსცა.