2009 წლის 21-22 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში (თსუ) სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIXის მხარდაჭერით ჩატარდა უნივერსიტეტთაშორისი სამეცნიერო კონფერენცია ”თანამედროვე მედიცინა – მიღწევები და პრობლემები”.
კონფერენცია გაიხსნა 21 დეკემბერს პროექტის ორგანიზატორების თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტ-სტომატოლოგების ნინო ცინცაძისა და გვანცა ტაბაღუას მიერ.
მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს : სრულმა პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა და ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვ.მარგველაშვილმა, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე- პრეზიდენტმა ქ. გოგილაშვილმა და თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის ვიცე- პრეზიდენტმა ი. სამხარაძემ.
კონფერენციის ორივე დღე წარიმართა ორ ბლოკად.
პირველი დღის პირველ ბლოკში აუდიტორიის წინაშე წარდგნენ ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვ. მარგველაშვილი თემით: ”ღიმილის ესთეტიკა” და დ. ყოლბაია თემით: ”ვარსკვლავური მტვრიდან სულის ანატომიამდე”. მეორე ბლოკი დაეთმო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა და სხვადასხვა სტომატოლოგიური კლინიკების რეზიდენტების მოხსენებებს, რომელთაც აფასებდა მოწვეული ჟიური.
ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ვ. მარგველაშვილი – სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; მ. გოგიბერიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი; ზ. ხატიაშვილი – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ი. ბარბაქაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი;
ჟიურის მოისმინა 16 მოხსენება და გამოავლინა 2 გამარჯვებული: I ადგილი – მ. ახვლედიანი ( პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის რეზიდენტი) – ” ლაზერის სხივის გამოყენება ღრმა კარიესის სამკურნალოდ”, თემის ხელმძღვანელი: პროფ. მ. შანიძე; II ადგილი – ლანდა ლურსმანაშვილი (რეზიდენტი–კლინიკა „უნიდენტი“) ნინო გვასალია(რეზიდენტი–მამუკა მარგველაშვილის კლინიკა) ზურაბ ალხანიშვილი (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX), თემის ხელმძღვანელი პროფ. ქ. გოგილაშვილი.
ამას გარდა საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების ვიცე პრეზიდენტმა გ. ხაჭაპურიძემ დაასახელა სასს-ის 2 ფავორიტი: ლ. დუდუჩავა (თსუ, III კურსი) – ”დენტალური იმპლანტოლოგია გუშინ, დღეს, ხვალ”; გ. შუკაკიძე ( თსსუ ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის რეზიდენტი) – ”ნეილონის თანამედროვე საბაზისო მასის ხარისხობრივი და ფუნქციური ღირებულების შედარება აკრილის პლასტმასის საბაზისო მასებთან”.
თავისი ფავორიტი გამოავლინა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ცენტრ RADIX-ის პრეზიდენტმა ზ. ალხანაშვილმა: ა. გიბიშვილი ( სტომატოლოგიური კლინიკა CEDEX -ის რეზიდენტი) – ”იმპლანტატის ტიპები, იმპლანტაციის კლინიკური ეტაპები”, თემის ხელმძღვანელი: პროფ. გ. მენაბდე, პროფ. ა. მაჭავარიანი.
კონფერენციის მეორე დღის პირველ ბლოკში მისასალმებელი სიტყვითა და თემით: ”თანამედროვე მიდგომები, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევის დაგნოსტიკასა და მკურნალობაში” აუდიტორიის წინაშე წარდგა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ა. ცისკარიძე; ამავე ბლოკში ლექცია სახელწოდებით: ”სტიგმა მედიცინასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში” წაიკითხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ დ. კორძაიამ.
მეორე ბლოკი დაეთმო სტუდენტურ მოხსენებებს, რომლებსაც აფასებდა ჟიური. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: ა. ცისკარიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; დ. კორძაია – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; რ. ქარსელაძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.
ჟიურიმ მოისმინა 9 მოხსენება და გამოავლინა 2 გამარჯვებული: I ადგილი – ა. კვერნაძე ( თსუ, III კურსი) – ”მცირე მენჯის ცისტური მასების მკურნალობა მცირე ინვაზიური მეთოდით ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ”; თემის ხელმძღვანელი: პროფ. მ. მიზანდარი, ექიმი-რადიოლოგი ლელა ბაინდურაშვილი; II ადგილი -ს. ლაგვილავა ( თსუ, III კურსი) – ”ზურგის ტვინისა და ხერხემლის ანთებით-ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საშუალებით”.
ასევე თავისი ფავორიტი გამოავლინა გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევით ცენტრ RADIX-ის პრეზიდენტმა ზ. ალხანაშვილმა: თ.ნაროუშვილი (თსუ, IV კურსი) – ”სიმსუქნე – XXI საუკუნის პრობლემა. ბარიატრიული თერაპია”.
კონფერენციის დამთავრების შემდეგ ორივე დღის გამარჯვებულებსა და სასს-ის და RADIX ფავორიტებს გადაეცათ მათთვის დაწესებული საჩუქრები – წიგნები.
ისევე როგორც დამსწრე აუდიტორიის სხვა წევრებს მათაც დაურიგდათ ქართული სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალის ”თანამედროვე მედიცინა” სხვადასხვა ნომრები. ასევე პირველ ადგილზე გასული თემები დაიბეჭდება თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობის ჟურნალში, ხოლო მეორე ადგილის მფლობელების თემები ქართულ სამედიცინო ინტერნეტ-ქსელ – www.medgeo.net -ში გამოქვეყნდება.
პროექტის მხარდამჭერები იყვნენ: გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი RADIX, თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი და სტუდენტური თვითმართველობა, ასევე საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება (სასს), ქართული სამედიცინო სამეცნიერო-პრაქტიკული ჟურნალი ”თანამედროვე მედიცინა” და ქართული სამედიცინო ინტერნეტ-ქსელი – www.medgeo.net .