კონფერენცია: საზოგადოების ჯანმრთელობის რისკები და მათი მართვა

2016 წლის 16 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა ჯანმრთელობის მეცნიერებათა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პირველი სტუდენტური კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა სკოლის 10 წლის იუბილეს. სკოლის დირექტორის, თამარ ლობჟანიძის, მიერ წარმოდგენილ იქნა სკოლის შექმნის საწყისები, პროგრესი და განვითარების სტრატეგიები.

სკოლა უწყვეტად ანვითარებს ჯანდაცვის მენეჯმენტის, საექთნო საქმის, სტომატოლოგიის, ფარმაციის, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამებს საერთაშორისო კოლაბორაციაში. გაკეთდა ინგლისურენოვანი სამეცნიერო -რეფერირებადი ჟურნალის “Caucasus Journal of Health Sciences and Public Health” პრეზენტაცია.

დამსწრეთ მიესალმა სუ კანცლერი კონსტანტინე თოფურია. სკოლის საქმიანობის, მისი ადგილისა და როლის შესახებ შეფასება გააკეთა დკსჯეც-ის ხელმძღვანელმა პროფესორმა ამირან გამყრელიძემ, სკოლის კურსდამთავრებულმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრმა თამარ სირბილაძემ, მისისიპისა და საქართველოს უნივერსიტეტების პროფესორმა ზურაბ გურულმა, ახალგაზრდა დოქტორებმა და სტუდენტებმა.


პლენარულ სხდომაზე პროფესორ ზურაბ გურულის მიერ წარმოდგენილი იქნა ძილის დარღვევებთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები და მართვის ძირითადი ასპექტები, რამაც დამსწრე საზოგადოებაში დიდი ინტერესი გამოიწვია.
დღის მეორე ნახევარში 5 სამეცნიერო სექციაზე მოსმენილ და დისკუსირებულ იქნა საინტერესო სამეცნიერო პრეზენტაციები, კვლევები.
კონფერენციამ თბილ და სასიამოვნო, საქმიან გარემოში ჩაიარა.

სტომატოლოგიის სექციაში მოხსენებით წარსდგნენ “რადიქსის” ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის წევრები – ალი ალჯობორი და აჰმედ აბდულვაჰაბი. სექციას “რადიქსის” გენერალური მდივანი და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი გიორგი აფხაძე ხელმძღვანელობდა.

© www.ug.edu.ge/


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>