თბილისის III საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი, 6-7 აპრილს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, სასტუმრო „დიპლაზაში“ ჩატარდა. კონგრესი რეტრო ანსამბლმა „ჯორჯიამ“ გახსნა (ხელმძღვანელი სერგო ტყაბლაძე). მისასალმებელი სიტყვით „რადიქსის“ პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი და ასოციაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ მარგველაშვილი წარსდგნენ. კბილთა რესტავრაციის სკოლის დირექტორმა ზურაბ გერსამიამ კბილთა რესტავრაციის კონკურსის მიმდინარე ეტაპები აუდიტორიას გააცნო და გამარჯვებულთა გამოსავლენად პროფესორ ლარისა ლომიაშვილს გადასცა სიტყვა. კონკურსის გამარჯვებული ლაშა ჩანტლაძე ლარისა ლომიაშვილმა(რუსეთი), ქსენია ლაზარევამ (ურკაინა) და ელენა მენდოსამ (რუსეთი) დააჯილდოვეს. კომპანია „პრეზიდენტმა“ კონკურსის სამივე ფინალისტს დაასაჩუქრა, ხოლო გამარჯვებულს უკრაინაში, სერგეი რადლინსკის კლინიკა-სტუდია „აპლომიაში“ ქსენია ლაზარევას მასტერ-კლასზე დასწრების უფასო ვაუჩერი გადასცა.

რეტრო ანსამბლი „ჯორჯია“ (ხელმძღვანელი სერგო ტყაბლაძე)
რეტრო ანსამბლი „ჯორჯია“ (ხელმძღვანელი სერგო ტყაბლაძე)
“რადიქსის” პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი
პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი, მედიცინის დოქტორი ზურაბ გერსამია
პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი, მედიცინის დოქტორი ზურაბ გერსამია
კონკურსის გამარჯვებულის, ლაშა ჩანტლაძის დაჯილდოვება
კონკურსის გამარჯვებულის, ლაშა ჩანტლაძის დაჯილდოვება

კონგრესის დილის სექცია „სიახლეები და აქტუალური საკითხები სტომატოლოგიაში„ „რადიქსის“ ორთოპედიული სტომატოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი აფხაძემ გახსნა. ოფიციალური ნაწილი პროფესორის, ომსკის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის თერაპიული კათედრის გამგეს, სტომატოლოგიის ფაკულტეტის დეკანის, ლარისა ლომიაშვილის მოხსენებით კბილთა მხატვრული მოდელირებაგაიხსნა.  ქალბატონ ლარისას მიერ შემოთავაზებული კბილთა რესტავრაციის თეორია ემყარება კბილის სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულს, ოდონტომერს, რომლის საშუალებითაც ადამიანის კბილის ფორმისა და აგებულების პრინციპები გაცილებით უფრო მარტივია კლინიკურ სტომატოლოგიაში.

პროფესორ ლარისა ლომიაშვილის მასტერ კლასი
პროფესორ ლარისა ლომიაშვილის მასტერ კლასი

7 აპრილს ლომიაშვილის ორი მასტერ-კლასი ჩატარდა. მასტერ-კლასი მოიცავდა:

– თეორიულ ნაწილს (საავტორო ფილმებისა და კლინიკური სიტუაციების დემონსტრირებით).
– პრაქტიკულ ნაწილს (მუშაობა ფოტოპოლიმერული მასალით და პლასტელინით).

თეორიული ნაწილი

  1.  ყბა-სახის სისტემის კლინიკო-მორფოლოგიური მახასიათებლები მხატვრული რესტავრაციის დროს.
  2. კბილების სივრცითი მოდელირება.
  3.  მოდულური ტექნოლოგიების საფუძველზე კბილთა მოდელირების პრინციპები.
  4. კარიესის მკურნალობის მინიმალურ-ინვაზიური მეთოდები

პრაქტიკული მეცადინეობა

მიზანი: კბილთა მხატვრული მოდელირების ძირითადი პრინციპების ათვისება

  1. კბილების მოდელირება დამხმარე მასალებით.
  2.  მოლარების ზედაპირის ოკლუზიური შენების ალგორითმი.
  3.  მოლარების რესტავრაცია კომპოზიტური მასალებით (პირდაპირი მეთოდი).

პრაქტიკული მეცადინეობის დროს ყოველ მონაწილეს საშუალება ჰქონდა დამხმარე მასალებით (პლასტელინით და ფოტოპოლიმერული მასალით) დახვეწა მანუალური უნარ-ჩვევები და გამოცდილი ტრენერების ხელმძღვანელობით შეესულებინა კბილების სივრცითი მოდელირება. 

დილის სექციაში მოხსენებით წარსდგნენ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კომპნია „AlfaGate-ის“ სამედიცინო კონსულტანტი ვიქტორ პოლარე გერმანიიდან შეცდომები იმპლანტოლოგიაში, რისკის ფაქტორები, კონტროლი, თავიდან აცილება და სეჩენოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პედაგოგი, Tokuyama Dental  – ის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი და ექიმი-კონსულტანტი ელენე მენდოსა. ელენე მენდოსამ ესთეტიკური რესტავრაციის ოპტომიზებულ მეთოდენზე ისაუბრა და ჩაატარა მასტერკლასი:

ვიქტორ პოლარე, ელენა მენდოსა, ლანდა ლურსმანაშვილი, ალიონა ციციშვილი
ვიქტორ პოლარე, ელენა მენდოსა, ლანდა ლურსმანაშვილი, ალიონა ციციშვილი

თეორიული ნაწილი

1)   მუშაობა ფორმასა და ფერთან. ოპტიკური ილუზიები წინა კბილების რესტავრაციისას;

2)   ფრონტალური რესტავრაციის კონტურირება;

3)   საკონტაქტო ზედაპირების აღდგენა;

4)   საღეჭი კბილების რესტავრაციის ალგორითმები;

5)   კბილის კედლებისა და ბორცვების აღდგენის რაციონალური თანმიმდევრობა;

6)   ანატომიური ორიენტირები და კრიტერიუმები;

7)   Estelite sigma Quick – Estelite Posterior – Estelite Palfique и Estelite flow quick (TokuyamaDental, იაპონია)–ით მუშაობისა და მასალების არჩევის მახასიათებლები. 

პრაქტიკული ნაწილი (მოდელებზე)

ელენა მენდოსას მასტერ კლასი
ელენა მენდოსას მასტერ კლასი

1)   ფრონტალური რესტავრაციები;

2)   გამჭოლი დეფექტები;

3)   ვინირის შენება;

4)   everStick NET–ის პირდაპირი რესტავრაციის დროს საჭრელი კიდის არმირება;

5)   კლასი Ι–ΙΙ დეფექტების აღდგენა Сb-Flow и Flow-ს ტექნიკით საღეჭი კბილების ბორცვების შენების ალგორითმის გამოყენებით.

ერევნის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტ პროფესორმა მიქაილ ნალბანდიანმა ორთოდონტიაში პაციენტების მომართვის მთავარი მიზეზზე, საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილებაზე ისაუბრა, ვინაიდან ორთოდონტული მკურნალობა გავლენას ახდებს პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე. ჩატარებული კვლევები ადასტურებს კავშირს სახის რბილი და მაგარი ქსოვილების ცვილებებს, სახის ოპტიმალურ ესტეთიკას, ჰარმონიულ პროპორციას და მკურნალობის პროცესში მიღწეულ სტაბლურს შედეგს შორის. ამ კვლევების შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აუცილებელია გავითვალისწინოთ როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური ფაქტორები მკურნალობის პერიოდში, რაც დღევანდელ დღეს ერთ-ერთი რთული და მნიშვნელოვანი ამოცანაა ექიმი ორთოდონტისთვის. ნალბანდიანის მოხსენება სწორედ სახის ესთეტიკის მნიშვნელობას შეეხებოდა ორთოდონტული მკურნალობის მიმდინარეობისას.

გოარ მაზმანიანი და მიქაელ ნალბანდიანი (სომხეთი)
გოარ მაზმანიანი და მიქაელ ნალბანდიანი (სომხეთი)

მოზრდილი პაციენტების ორთოდონტიული მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში, ერთი შემადგენელი კომპონენტია რამდენიმე სტომატოლოგიურ დისციპლინასთან ერთად  რთულ, კომპლექსურ სტომატოლოგიურ მკურნალობაში. კლინიკა „ცედექსის“ ექიმმა ორთოდონტმა ლალი კოჭლაშვილმა მოხსენებაში ის პოტენციური პრობლემები განიხილა, რომლებიც მკურნალობის  სხვადასხვა მიდგომასთანაა დაკავშირებული. წარმოადგინა პერიოდონტური, ორთოდონტული და  ორთოპედიული მკურნალობის  გუნდური მიდგომის პრინციპები.

ლალი კოჭლაშვილი
ლალი კოჭლაშვილი

კონგრესზე მუშაობდა სექცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების გაუმჯობესების გზებს და სპეც. საჭიროების სტომატოლოგიის განვითარების პერსპექტივების შესახებ მსჯელობას დაეთმო. სექციას ცენტრის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი უძღვებოდა.  

1981 წელს  ამერიკული სტომატოლოგიური ასოციაციის ინიციატივით, სტომატოლოგიური საავადმყოფოების ამერიკული ასოციაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტომატოლოგების აკადემიის და გერიატრიული  სტომატოლოგიის ამერიკული საზოგადოების ჟურნალები გაერთიანდა, ჩამოაყალიბეს საერთო  გამოცემა „განსაკუთრებული ზრუნვის სტომატოლოგია“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა  ტერმინი “განსაკუთებული/სპეციალური ზრუნვა ” იქნა გამოყენებული  პროფესიის ფარგლებში.

ამერიკის შეერთებული შტატებში, განსაკუთრებული ზრუნვის სტომატოლოგია განიხილებოდა როგორც “პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვის ისეთი მიდგომა, რომელიც მორგებულია ინდივიდუალური საჭიროებების მქონე ადამიანებზე, რომლებიც  სამედიცინო პირობების ან მომსახურების იმაზე მეტ მიწოდებას საჭიროებენ, ვიდრე ეს რუტინულად არის გათვალისწინებული. “მომსახურება” მოიცავს პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას.

სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია, ასევე ცნობილი როგორც, განსაკუთრებული ზრუნვის სტომატოლოგია,  არის  სპეციალობა, რომელიც  ფიზიკური, ინტელექტუალური ან ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტთა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნავს.

უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში,  მზარდი მოთხოვნა გაჩნდა  კარიერული  სტრუქტურის არსებობაზე  იმ  პირებისთვის, რომლებიც სტომატოლოგიის ამ სფეროში მუშაობენ. “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტმა, ექიმმა სტომატოლოგმა ნინო გვასალიამ  მოხსენებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსაკუთებული საჭიროების სტომატოლოგიის განვითარების მიმდინარეობაზე, განათლების სტრუქტურაზე ისაუბრა.

ზურაბ ალხანიშვილი, ნინო გვასალია
ზურაბ ალხანიშვილი, ნინო გვასალია

მოხსენებით “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჯანდაცვის მომსახურების უფლების რეალიზაციის შესახებ საქართველოში” საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი ანა არგანაშვილი წარსდგა. მოხსენება 2012 წელს საქართველოს სახალხო დმაცველის მიერ ჩატარებული კვლევებისა და მონიტორინგის შედეგების ანალიზს მიეძღვნა, რომელიც ასახავს შშმ პირთა მიერ დაზღვევის ვაუჩერის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისით, მათ შორის სტომატოლოგიური მომსახურებით სარგებლობის შეზღუდვას. მომხსენებელი განხილული იყო ეროვნული კანონდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილს ვალდებულებები შშმ პირთა მიმართ, ჯანდაცვის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით, შშმ პირთა მიმართ პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის საკითხები და გონივრული მისადაგების მიდგომისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპის დანერგვის აუცილებლობა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურებების უზრუნველყოფისათვის.

ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების მიღება, რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სოციალურ თუ ფიზიკურ ბარიერებთანაა დაკავშირებული.

ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრმა, ზურაბ ალხანშვილმა,  კვლევის შედეგები წარმოადგინა, რომლის  მიზანსაც შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების მისაწავდომობის ზოგადი სურათის აღწერა წარმოადგენდა.

კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ სტომატოლოგების 77%-სთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მკურნალობისთვის ერთხელ მაინც მიუმართავს, ხოლო მომსახურების გაწევაზე უარს, ყველაზე ხშირად, დაუნის სინრომის მქონე პაციენტებს ეუბნებიან.

კვლევის შედეგებმა დაადასტურა  ცხადი კავშირი მომსახურების გაწევის მზაობასა და ინფორმირებულობას შორის. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო მონაცემები, თუ როგორია ქრონიკული დაავადებების და განვითარების დარღვევების შესახებ სტომატოლოგთა ინფორმირებულობა, როგორ აფასებენ მკურნალობის ეფექტურობას, რა გართულებები და წინაღობები აღინიშნება მკურნალობის პროცესში, რომელი ნოზოლოგიების მიმართ ფიქსირდება ყველაზე ნეგატიური და პოზიტური დამოკიდებულება და რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ვითარების შესაცვლელად.

დღესდღეობით თერაპიული ჩარევის საჭიროების მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს გააჩნია რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობა ან რომელიმე ქრონიკული დაავადება, რომელთა მიმდინარეობის თავისებურებები, მკურნალობის პროცესში, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას. არასწორმა მიდგომამ და გამოყენებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია,  გამოიწვიონ ამა თუ იმ დაავადების ან მდგომარეობის დამძიმება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჭიროა თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმის განსაზღვრის დროს გათვალისწინებულ იქნას მისი მდგომარეობის/დაავადების თავისებურებანი. ზემოაღნიშნული საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მიერ ჩატარებული მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და თავიდან აგვაცილებს ან მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო გართულებებს. სწორედ ქრონიკული დაავადებების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების მენეჯმენტზე ისაუბრა თავის მოხსენებაში მედიცინის დოქტორმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა სოფიო სამხარაძემ.სოფო სამხარაძე

7 აპრილის დილის სექციას რადიქსის დამფუძნებელი ლანდა ლურსმანაშვილი უძღვებოდა.

მედიცინის დოქტორმა, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრის გამგემ, გრანტ-ტერ პოღოსიანმა, თავის მოხსენებაში „ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მკურნალობის „სწორი რკალის (straight-wire) ტექნიკა” მოუხსნელი ტექნიკის გამოყენების მთვარი და აქტუალური ასპექტები, ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომები, არაპირდაპირი ფიქსაციის ბრეკეტების და კბილზედა ორთოდონტული რკალის  თერმული ფორმირების მეთოდით დამზადების ტექნიკა მიმოიხილა.  პრეზენტაციაში ჩართული იყო ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოდონტული კათედრის უახლესი მიღწევები.გრანტ პოღოსიანი

პოღოსიანმა ჩაატარა მასტერ-კლასიც სპლინტ თერაპია ფუნქციონალური  დარღვევების დროს  სტომატოგნათიურ სისტემაში“. მასტერ კლასი შედგებოდა პრაქტიკული და თეორიული ნაწილებისაგან

 თეორიული ნაწილი:

1.     ფუნქციური დარღვევები სტომატოგნათიურ სისტემაში

2.     სპლინტ-თერაპიის ჩვენება

3.     საოკლუზიო არტაშნების ნაირსახეობები და მოქმედების მექანიზმი

4.     არტაშნის შერჩევის კრიტერიუმები ზედა და ქვედა ყბაზე

5.     დამზადების მეთოდები,სისქის კონტროლი

6.     საოკლუზიო ზედაპირის გაფორმება

7.     ზუსტი საოკლუზიო კორექცია,ჩაბარება

გრანტ პოღოსიანის მასტერ კლასი
გრანტ პოღოსიანის მასტერ კლასი

პრაქტიკული ნაწილი:

საოკლუზიო არტაშანის დამზადება.

ყველა მონაწილემ დაამზადა საოკლუზიო არტაშანი მოდელზე პროფესორ ტერ-პოღოსიანის ხელმძღვანელობით.

მოხსენებით“კომპიუტერული ტომოგრაფიის შესაძლებლობები სტომატოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკაში და მკურნალობის დაგეგმარებაში“ წასრდგა კლინიკა „პრაქტიკ ტ“ (უკრაინა) მთავარი ექიმი ვლადილენ ტომაშპოლსკი.

ვლადინელ ტომაშპოლსკი (უკრაინა)
ვლადინელ ტომაშპოლსკი (უკრაინა)

ტექნოლოგიების განვითარებამ მინაბოჭკოვანი ტექნოლოგიების განვითარებას მთელ მსოფლიოში შეუწყო ხელი და, დღესდღეობით, შეუცვლელია თანამედროვე სტომატოლოგიაშიც.
პაროდონტის დაავადებები, კბილების ამოვარდნილობა ან ღრძობა, ყბის მოტეხილობა, პოსტორთოდონტიული მკურნალობის სარეტენციო პერიოდში გამოიწვია დროებითი ან მუდმივი კბილების იმობილიზაციის საჭიროება.
კბილების შინირება – ერთერთი მეთოდია, რომელიც ამცირებს კბილების ამოვარდნის ან ამოღების რისკს. არტაშნის კონსტრუქციის სიმტკიცე ამცირებს კბილების რყევის ამპლიტუდას და ამცირებს მათ მორყევას. თანამედროვე მოუხსნელი არტაშანის გამოყენებისას უპირატესობა მიენიჭება მინაბოჭკოვან ტექნოლოგიებს მათი ფიზიკური თვისებების და კონსტუქციის დამზადების მეთოდიკის გამო. ზემოაღნიშნულ საკითხებზე მოხსენებით ექიმი რესტავრატორი, კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგი ირენ ზენტეკი წარსდგა.

ირენ ზენტეკი
ირენ ზენტეკი

ცვლადი თანკბილვის პერიოდში ყბა-კბილთა ანომალიების ორთოდონტული მკურნალობა კვლევის საგანია. თითოეული შემთხვევის მკურნალობასთან სწორი მიდგომა განისაზღვრება სრულყოფილი ორთოდონტული ანალიზის შემდეგ, რაც გულისხმობს, კლინიკურ, ბიომეტრიულ და ცეფალომეტრიულ გამოკვლევას.ერევნის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრის ასისტენტ-პროფესორმა გოარ მაზმანიანმა ყბის თაბაშირის მოდელების, კბილთა რკალის ზომის, აპიკაური ბაზისის,  ყბის ძვლების და ამ ძვლების თავის ქალას სივრცეში მდებარეობის,  პირდაპირ და გვერდით პროექციაში, მეზიალურ ოკლუზიაში ჩატარებული ორთოდონტული მკურნალობამდე და მკურნალობის შემდგომი ბიომეტრული მაჩვენებლების ცვლილებების ანალიზი წარმოადგინა.

სტომატოლოგიური დაავადებები – ადამიანის ორგანიზმის ყველაზე გავრცელებული დაზიანებებია,  განსაკუთრებული  ადგილი  მათ შორის კი პირის  ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებს უკავია.

პირის  ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა  წარმატებული მკურნალობა მხოლოდ კომპლექსური თერაპიის პირობებშია შესაძლებელი, რაც მიზეზობრივ ფაქტორს, დაავადების განვითარების პათოლოგიურ  მექანიზმებს და მისი სიმპტომების მოშორებას  ითვალისწინებს.

რამდენადაც პირის  ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებათა  მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა სომატურ დაავადებათა ფონზე წარმოიქმნება, აუცილებელია სტომატოლოგი კლინიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევათა მთელ კომპლექსს დაეყრდნოს  და  მკურნალობა მხოლოდ სხვა სპეციალისტებთან ერთად  წარმართოს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა ქეთევან გოგილაშვილმა მოხსენებაში სწორედ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მკურნალობის ალგორითმი წარმოადგინა.

ქეთევან გოგილაშვილი
ქეთევან გოგილაშვილი

საქართველოს პირველად სტუმრობდა სერგეი რადლინსკის  სტომატოლოგიური კლინიკა-სტუდია „აპოლონის“ ექიმი-სტომატოლოგი, სტომატოლოგიური ხელოვნების ჟურნალ ,,დენტარტის” რედაქტორი, რესტავრაციის საბაზისო კურსის ხელმძღვანელი სერგეი რადლინსკის ბიომიმეტიკური მეთოდის გამოყენებით, „პრიზმა ჩემპიონატის“ ექიმი-ინსტრუქტორი, სასწავლო ცენტრ “აპოლონის”  ლექტორი ქსენია ლაზარევა (უკრაინა). ლაზარევამ თავის მოხსენებაში ფრონტალური კბილების რესტავრაცია ბიომიმეტიკურ კონცეფციაში“ განიხილა შემდეგი საკითხები:

Ksenia Lazareva (Ukraine)
Ksenia Lazareva (Ukraine)
  1. პირდაპირი რესტავრაციის ჩვენებები.
  2. ფერის შერჩევა მომავალი რესტავრაციისთვის.
  3. კბილის გარეგნულ იერის მთავარი პარამეტრები – სიკაშკაშე და გამჭირვალობა.
  4. ს. რადლინსკის ბიომიმეტიკური კონცეფცია.
  5.  ფრონტალური კბილების ესთეტიკის საბაზისო ობიექტური კრიტერიუმები: ჯანმრთელი ღრძილები, კბილის ღერძი, კბილთაშუა სივრცე, კბილთაშორისი კონტაქტის დონე, კბილის შედარებითი პარამეტრები.
  6. კბილის ესთეტიკის საბაზისო ესთეტიკური სუბიექტური კრიტერიუმები: კბილის ფორმა, გვირგვინოვანი ნაწილის პოზიცია, საჭრელი კიდის კონფიგურაცია.
  7. რთული კლინიკური შემთხვევების მაგალითები, მათი ანალიზი.

ქსენია ლაზარევა საქართველოში მედიცინის დოქტორის, „კბილთა რესტავრაციის სკოლის” ხელმძღვანელის, სტომატოლოგიური ცენტრი „ელიტის” მთავარი ექიმის, ზურაბ გერსამიას მოწვევით იმყოფებოდა. ლაზარევამ კბილთა რესტავრაციის სკოლაში, კონგრესის ფარგლებში, მასტერ-კლასიც ჩაატარა:

ქსენია ლაზარევას მასტერ კლასი
ქსენია ლაზარევას მასტერ კლასი

თეორიული ნაწილი

•    ფრონტალური კბილების კლინიკური ანატომიის საერთო მახასიათებლები და ძირითადი წესები: ფორმა, ანატომიური ელემენტები, ფრონტალურ კბილთა რელიეფი და კონტურები
•    -კბილთა რკალში ფრონტალური კბილების ურთიერთშეთანასოვნება, მეზიოდისტალური ზომების გათვლა, ღიმილის ესთეტიკაში ,,ოქროს პროპორციის” როლი
•    -მომავალი რესტავრაციის ფერის განსაზღვრა, ესთეტიკური რესტავრაციის ოპტიკური ილუზიები: შუქი და ფერი
•    -სერგეი რადლინსკის ბიომიმეტიკური კონცეფცია. კბილის შიგნითა ტოპოგრაფიის დეტალური განხილვა და მისი ზეგავლენა კბილის გარეგნულ მახასიათებელზე.
•    -კბილთა III, IV, Vკლასის დეფექტების რესტავრაციის ალგორითმი: იზოლაცია, ადჰეზიური ტექნიკა, კბილის შრეობრივი შენება
•    -ფრონტალური კბილების საკონტაქტო პუნქტები და მათი აღდგენის მეთოდები რესტავრაციაში
•    -ოკლუზიაში ფრონტალური კბილების ინტეგრაციის წესები. საფინიშო დამუშავების მნიშვნელობა რესტავრაციაში
•    -ფრონტალურ კბილთა ჯგუფის რესტავრაციის კლინიკური მაგალითები, მათი ანალიზი;

პრაქტიკული ნაწილი მოიცავს ვიდეოდემონსტრაციას ეკრანზე ჩვენებით:

  1. ზედა ცენტრალური საჭრელის გვირგვინის რესტავრაცია ბიომიმეტიკური პრინციპით კბილთა შორისი საკონტაქტო პუნკტების შენებით
  2. რესტავრაციის საბოლოო დამუშავება აშენებული ფორმის შენარჩუნებით
  3. დისკუსია

ზურაბ გერსამიამ კი ძლიერ დაშლილი კბილების კომპლექსური რესტავრაციის მეთოდებზე ისაუბრა.

Zurab Gersamia
Zurab Gersamia

ავტორმა დაშლილი კბილის აღდგენის ოპტიმალური მეთოდის შერჩევისათვის ფესვის დაშლის ხარისხის შეფასება შემოგვთავაზა და გამოყო ფესვის დაშლის  ორი ტიპი: ფესვის I ტიპის დაშლისას გვირგვინოვანი ნაწილის აღდგენა ადჰეზიური ტექნიკით ქარხნული წესით დამზადებული წკირებით. ფესვის II ტიპის დაშლისას დაკარგული დენტინის აღსადგენად ქიმიურად გამყარებადი კომპოზიტით მიმართული კუმშვადობის ადჰეზიური ტექნიკის გამოყენება.

იმპლანტაციის დონეები

იმპლანტაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი აქტუალური საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ავტორი შემოგვთავაზა დენტალური იმპლანტაცია ოთხ სხვადასხვა დონედ დაყოფა და იმპლანტაციასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორიცაა სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, იმპლანტოლოგის კვალიფიკაცია, იმპლანტაციის ფარმაკოლოგიური თანხლება, დიაგნოსტიკის მეთოდების შერჩევა იმპლანტაციაში გადაწყდეს იმპლანტაციის დონის მიხედვით. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა, შეიქმნას ლოგიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება იმპლანტოლოგიის წინაშე არსებული მოთხოვნები.

ახალგაზრდა და ასაკოვანი პაციენტის კბილის შეფერილობის თავისებურებების გამოხატვა კერამიკული მასით VITA VMK Master

ასაკთან ერთად ადამიანის კბილი ქსოვილები ცვლილებას განიცდის. იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა VITA VMK Master-ით ნებისმიერი ასაკის კბილების თავისებურებების გამოხატვა, ზედა ყბის ორი ცენტრალური კბილი იქნა დამზადებული. კბილების დასამზადებლად გამოყენებული იქნა VITA VMK Master-ის ასორტიმენტის სხვადასხვა მასები. ახალგაზრდა კბილისთვის გამოყენებული იქნა: luminari, Dentin Modifier, Window  და Opal Translucent. ასაკიან კბილისთვის გამოყენებული იქნა ძირითადად: Luminali Orange, Translucent and Emamel  მასები. მიღებული შედეგებიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ახალი მეტალოკერამიკის მასალით VITA VMK Master ნებისმიერი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გამოხატვაა შესაძლებელი.

სექცია  ექიმი ორთოდონტია (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”) ლალი კოჭლაშვილის მოხსენებით “მოსახლეობის მოტივაციის  პრობლემა სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობაში” დაიხურა.გვანცა ტაბაღუა

თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე (TIDC) მესამე წელია, სტუდენტების და რეზიდენტების სექცია არსებობს. სექციის მიზანია, ახალგაზრდა მკვლევარების წახალისება შემდგომი სამეცნიეროო მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით.

სექციაში მონაწილეობა სტომატოლოგიის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და ყველა რეზიდენტს შეუძლია. 2012 წლიდან სექციის ხელმძვანელია გვანცა ტაბაღუა  – მკვლევარი და დოქტორანტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), “რადიქსის” გენერალური მდივანი, ექიმი-სტომატოლოგი (სტომატოლოგური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”)რადიქსის კონგრესი

2013 წლის შესარჩევი ეტაპები ოთხმა მონაწილემ გადალახა. შერჩევა განხორციელდა თეზისების საშუალებით. მონაწილეობის მსურველთა ნაშრომები, კოდირებული სახით, გადაეგზავნათ ჟიურის წევრებს. ჟიურის არც ერთმა წევრმა იცოდა, ვის თეზისს აფასებდა. შეირჩა 4 მონაწილე. მეხუთე მონაწილე კი ქუთაისის სამეცნიერო კონფერენციის “კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები” სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციის გამარჯვებული ლორიტა ამბროლაძე იყო.

სექცია კლინიკა „ცედექსის“ რეზიდენტების, ლიკა გოგილაშვილის და თამარ ბადრიძის მოხსენებით  “MTA- საფუძველზე დამზადებლი მასალების გამოყენება ენდოდონტიურ პრაქტიკაში გაიხსნა (ხელმძღვანელი: მაია  წიკლაური). „ცედექსის“ რეზიდენტმა თეონა გაბედავამ კი, მაია წიკლაურის ხელმძღვანელობით წარმოადგინა ნაშრომი  “ფესვის არხის დაბჟენა თერმაფილის სისტემით. ამავე კლინიკის რეზიდენტმა ლელა დუდუჩავამ, პროფესორ ქეთევან გოგილაშვილის ხელმძვანელობით, კლინიკური ნაშრომის “Icon – პირველი მასალა მსოფლიოში კარიესის  ინფილტრაციისთვის პრეზენტაცია გააკეთა. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის “ჰიპოკრატეს” სტომატოლოგიის ფაკულტეტის  V კურსის სტუდენტმა მაია კახიძემ, პროფესორ ნატალია დგებუაძის ხელმძღვანელობით, ოსტეოპლასტიკური საშუალებების პაროდონტოლოგიურ ქირურგიაში გამოყენების მეთოდებზე იმშავა და მოხსენება წარმოადგინა.

ჟიური ხუთი წევრისგან შედგებოდა:

1. თამარ ყურაშვილი –  ექიმი-სტომატოლოგი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი. სტომატოლოგიური კლინიკა “Live Dent-ის” დირექტორი.

2. ნათია რუსაძე – კორპორაცია Dentsply-ს სერტიფიცირებული ექიმი კონსულტანტი, თერაპევტ-სტომატოლოგი (სტომატოლოგიური კლინიკა “SapaRus”)

3. ირმა ბაკურაძე – ექიმი სტომატოლოგი, სკც. “რადიქსის” თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ი.მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ყოფილი MAPO) ორდინატორი. პეტერბურგი. რუსეთი.

4. მარიამ მარგველაშვილი – ექიმი სტომატოლოგი, მეცნიერების მაგისტრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (ფლორენციის და სიენას უნივერსიტეტი)

5. ცირა ბარქაია  – ფსიქოლოგი, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების მაგისტრი ( ოსლოს უნივერსიტეტი. ნორვეგია )

გამარჯვებული კი კლინიკა „ცედექსის“ რეზიდენტი ლელა დუდუჩავა გახდა, რომელიც კომპანიებმა „ალფა დენტმა“, “პრეზიდენტმა” და  „ქოლგეით-პალმოლივმა“ დააჯილდოვეს. „ალფა დენტის“ წარმომადგენელმა ესმა აბაშვილმა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სასაჩუქრე ბარათები გადასცა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა გამარჯვებული მომხსენებელი სტომატოლოგთა ასოციაციის მეცხრე საერთაშორისო კონგრესის მოსაწვევით დააჯილდოვა. გამარჯვებული მოხსენება და ჟურნალ GSAnews-ის მომდევნო ნომერში დაიბეჭდება.ცედექსი

კონგრესში მონაწილეობდნენ შემდეგი კომპანიები:

კომპანია “Tokuyama Dental”, კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”, კომპანია “ტაკედა-ნიკომედი”, კომპანია “პრეზიდენტი”, კბილთა რესტავრაციის სკოლა, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია; ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრი “ელიტი”; სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”; საქართველოს ექიმ ქალთა საზოგადოება; საქართველოს ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა; საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება; ჟურნალი “GSAnews”, სტომატოლოგიური ჟურნალი “დენტ არტი”(უკრაინა); “კომპანია “ევრომედექსი”, საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია, სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ნიუ დენტი”.

ორი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო მწარმოებელი კომპანიების მასალებისა და ინსტუმენტების გამოფენა.

კონგრესი საზეიმო ბანკეტით დასრულდა.

სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია
სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია

International Dental Magazine
International Dental Magazine “Dent Art” writes about our Tbilisi International Dental Congress and “Contest in teeth restoration”

GSAnews

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *