SYSSA- ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენუტრი სამეცნიერო ასოციაცია (SYSSA) გიწვევთ – “სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე სამეცნიერო კონფერენციაზე” (უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს X სამეცნიერო კონფერენცია) მონაწილეობის მისაღებად.

მოწვეული იქნებიან სტუდენტები ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტიდან, ყაზახეთის ყარაგანდის უნივერსიტეტიდან და ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტიდან. ასევე სიტყვით გამოვლენ მოწვეული სპიკერები. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომამდელ, PhD სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მედიცინის, ფარმაციისა და ბიომედიცინასთან დაკავშირებული ყველა ფაკულტეტიდან. კონფერენციაზე განიხილება თანამედროვე მედიცინის, ბიომედიცინისა და ჯანდაცვის აქტუალური საკითხები. წარდგენილი თემები უნდა იყოს კლინიკური ან ექსპერიმენტალური. აბსტრაქტები და პუბლიკაციები უნდა აკმაყოფილებდნენ მოცემულ მოთხოვნებს (გადმოწერეთ: მოთხოვნები), წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არ მიიღება.

კონფერენციის ბოლოს ჟიურის მიერ გამოვლინდება I, II, III ადგილზე გასული მოხსენებები და საუკეთესო პოსტერი; ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი.  პუბლიკაციები გამოქვეყნდება. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

სარეგისტრაციო ფორმების (გადმოწერეთ: registration form ) გამოგზავნის ბოლო ვადაა: 4 აპრილი, 2014. მისამართზე science@aieti.edu.ge ანsyssa.dtmu@gmail.com.
აბსტრაქტების გამოგზავნის ბოლო ვადაა 14 აპრილი.
დამსწრეთათვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 30 მაისი.

კონფერენცია გაიმართება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრში 2014 წლის 6-7 ივნისს 09:00 – 18:00 საათზე (თბილისი, გოთუას ქ.14).

სარეგისტრაციო ფორმა და ინსტრუქცია: http://www.allshares.ge/download.php?id=F9518BD7103

ან დაგვიკავშირდით: ელ-ფოსტა: science@aieti.edu.ge ; syssa.dtmu@gmail.com

Students and Young Scientists' II International Scientific Conference


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>