XXI საერთაშორისო ორთოდონტული სიმპოზიუმი პრაღაში

უკვე მეთერთმეტე წელია, ევროპის ცენტრში,  პრაღაში ტარდება ორთოდონტული სიმპოზიუმი.

დაახლოებით 20 ქვეყნიდან შეკრებილი სპეციალისტები უსმენენ საქვეყნოდ ცნობილ ლექტორებს, მათთან ერთად მსჯელობენ თანამედროვე პრობლემებზე, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და თანამედროვე კვლევის თუ მკურნალობის მეთოდებს.

სიმპოზიუმი გამოირჩევა მეგობრული და უშუალო ატმოსფეროთი.

Prague

წელს პირველად სიმპოზიუმთან ერთად  ევროაზიის ორთოდონტთა  აკადემიის პირველი შეხვედრა გაიმართება, რის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება მასტერ კლასები 27, 28 ნოემბერს და 1 დეკემბერს. სამივე დღეს სამ სხვადასხვა თემაზე ჩატარდება, კერძოდ:

27 ნოემბერს: ბენედიქრტ ვილიამსი, დიუსელდორფი, გერმანია: “დროებითი ანკორაჟი-როგორ გავაუმჯობესოთ სტაბილურობა, უნივერსალურობა და წარმატებულობა ინოვაციური მეთოდის და შესაბამისი მიმაგრების ადგილის შერჩევით”

28 ნოემბერი: პროფ.ბირტე მელზენი, ოხრუსი, დანია: “მოზრდილი პაციენტების ორთოდონტიული მკურნალობის მართვა-შესაძლებლობები და შეზღუდვები”

1 დეკემბერი: პროფ.ნილს სუტკი,შვეიცარია და პროფ.ტე-ვონ კიმი , სეული, კორეა”სამგანზოილებიანი გამჭვირვალე ელაინერები”

რაც შეეხება სიმპოზიუმს:

წელს სპიკერებად მოწვეული არიან და წაიკითხავენ:

პროფ. მოშოს პაპანდოპოლუსი, სალონიკი-“ჩონჩხოვანი საყრდენი ორთოდონტიაში-ძირითადი პრინციპები და კლინიკური გამოყენება”,

პროფ.ნაზან კუჩუკულეს სტამბული –“მკურნალობის ახალი მეთოდები ზედა ყბის ფორსირებული გაფართოებით”,

ალბინო ტრიაკა,ციურიხი, შვეიცარია- “ოსტეოტომია “Cning-Wing”- ახალი კონცეპცია ორთოგნათიულ ქირურგიაში”,

პროფ. არიან ხოხოფფ,მიუნსტერი, გერმანია- “გერბსტის აპარატი და ლინგვალური ტექნიკა”,

პაოლო მანცო,ნეაპოლი, იტალია- “ბოლტონია ანალიზი- დიაგნოსტიკური მეთოდი და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობები”.

პროფ. ბირტე მელზენ, ორხუს, დანია- “მოზრდილთა ორთოდონტია- შესაძლებლობები და შეზღუდვები მკურნალობისას”,

პროფ. ნილს სტუკი და პროფ.ტე-ვონ კიმი- “თანამედროვე ელაინერების შესაძლებლობები და ტენდენციები”,

ბუ-ტუმ ბიტტნერი,ბერლინი,გერმანია, “შურეშმილე” თანამედროვე 3D CAD/CAM სისტემა ორთოდონტული მკურნალობის ყველა ასპექტისთვის” და სხვა .

ასევე სპიკერებად წარმოდგენილი არიან: მარჯ გეზერიკი, გერმანია, კატარჟინა ლუბინსკაია, პოლონეთი .

რამდენიმე წელია რაც სიმპოზიუმს ესწრებიან ექიმები საქართველოდან , მას ყავს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

სრული ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ IOS-ის საიტზე, იხილეთ ბმული: http://www.ios-prague.com/index.php

ან დაუკავშირდეთ  IOS-ის წარმომადგენელს საქართველოში, ლალი კოჭლაშვილს, ტელეფონზე 599553374, ან ელ. ფოსტის მეშვეობით:

kochlashvili@yahoo.com , lalikochlashvili9@gmail.com


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *