კონკურსი საღეჭ კბილთა რესტავრაციაში – პირველი სეზონის შედეგები

2013 წელს, კბილთა რესტავრაციის სკოლა „ელიტის“ ორგანიზებით, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა კონკურსი ქართველი ექიმი-სტომატოლოგებისთვის საღეჭ კბილთა რესტავრაციაში.

კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ნიჭიერი ახალგაზრდა სტომატოლოგების შემოქმედებითი საქმიანობის   წახალისება, საღეჭი კბილების  რესტავრაციის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიის პოპულარიზაცია, სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების დახვეწა, საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი რესტავრატორის გამოვლენა.კონკურსი საღეჭ კვბილთა რესტავრაციებში

კონკურსი 3 ეტაპად წარიმართა: I ეტაპი გახლდათ გასაუბრება დარეგისტრირებულ კონკურსანტებთან. გასაუბრება ჩატარდა სასწავლო ცენტრ „ელიტის“  ბაზაზე, ჟიურის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ: მდ. ზურაბ გერსამია (ჟიურის თავმჯდომარე), მდ., პროფ., სოფიო სამხარაძე, ექიმი-სტომატოლოგი, კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგი – ირენა ზენტეკი. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდნენ შემდეგი მონაწილეები:  ელა კითიძე, ანი გოგოლიძე, ნატო თათრიშვილი, ლაშა ჩანტლაძე, ხატია ქსოვრელი, მარიამ თანანაშვილი, თამთა მანაგაძე, თამარ ნიბლაძე.

თამარ ნიბლაძე
თამარ ნიბლაძე

შერჩეული კანდიდატები კონკურსის II ეტაპზე ერთმანეთს შეეჯიბრნენ ბლეკით კლასი II ტიპის ღრუების რესტავრაციაში მულაჟებზე. შესრულებული სამუშაო შეაფასა კონკურსის ოფიციალურმა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: მდ. ზურაბ გერსამია (ჟიურის თავმჯდომარე), მმდ., პროფ., ქ. გოგილაშვილი, მდ., პროფ., სოფიო სამხარაძე, ექიმი-სტომატოლოგი, კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგი – ირენა ზენტეკი, ექიმი-სტომატოლოგი, 2008 წლის პრიზმა-ჩემპიონატის გამარჯვებული თეა ჩუბინიძე. კონკურსის მსვლელობამდე კონკურსის ყველა მონაწილეს ჩაუტარდა თემატური ლექია-მასტერ კლასები.

ლაშა ჩანტლაძე
ლაშა ჩანტლაძე
ელა ქითიძე
ელა ქითიძე

დღის ბოლოს ჟიურიმ გამოავლინა საფანტომო ტურის 3 გამარჯვებული მონაწილე: თამარ ნიბლაძე, ლაშა ჩანტლაძე, ელა ქითიძე.

ფინალურ ტურში კონკურსის მონაწილეებმა იმუშავეს სხვადასხვა სიმძიმის კლინიკურ შემთხვევებზე. სამუშაო შესრულდეს 4 ხელში, სამუშაო ველის კოფერდამით იზოლაციისა და წინასწარ მოცემული დროის ფარგლებში. ფინალურ ტურამდე კონკურსანტებს ჩაუტარდათ თემატური ლექცია-მასტერკლასები საღეჭი კბილების რესტავრაციის თანამედროვე მეთოდებსა და პრინციპებზე.თამარ ნიბლაძე

ჩატარებული რესტავრაციების საბოლოო შეფასება მოხდა 4 დღის შემდეგ, საერთაშორისო ჟიურის მიერ. ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ: მდ. ზურაბ გერსამია (ჟიურის თავმჯდომარე), მმდ., პროფ., ქ. გოგილაშვილი, მდ., პროფ., სოფიო სამხარაძე, ომსკის სამედიცინო აკადემიის თერაპიული კათედრის გამგე, სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ლარისა ლომიაშვილი, ს. რადლინსკის კლინიკა-სტუდია „აპოლონიას“ ექიმი-სტომატოლოგი, სტომატოლოგიური ჟურნალ „დენტარტის“ რედაქტორი, პრიზმა-ჩემპიონატის ექიმი-ინსტრუქტორი – ქსენია ლაზარევა, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს სტომატოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. – ლაზარ კ. იესაიანი.კონკურსი საღეჭ კბილთა რესტავრაციებში

კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა თბილისის მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის გახსნის ცერემონიალზე, საზეიმო ვითარებაში. კონკურსის გამარჯვებული გახდა ლაშა ჩანტლაძე, კლინიკა „ელენდენტის“ ექიმი-სტომატოლოგი. გამარჯვებულს საჩუქრად გადაეცა კომპანია President-ის საჩუქარი-საგზური პოლტავაში, ს. რადლინსკის კლინიკა „აპოლონაში“ უფასო სასწავლო კურსებზე. II  და III ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცათ საჩუქრები Tokuyama Dental Corporation-სა და ჟურნალ „დენტ-არტ“-ის სარედაქციო ჯგუფისგან.

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ კიდევ ერთხელ ულოცავს ფინალისტებს გამარჯვებას და კარიერულ წინსვლას და წარმატებებს უსურვებს.

Elena Mendosa
Elena Mendosa
Larisa Lomiashvili
Larisa Lomiashvili
Ketevan Gogilashvili
Ketevan Gogilashvili
Sopio Samkharadze
Sopio Samkharadze
Jury
Jury
and the winner is...
and the winner is…
ჟურნალი GSAnews კონკურის შესახებ
ჟურნალი GSAnews კონკურის შესახებ

 

International Dental Magazine "Dent Art" writes about our Tbilisi International Dental Congress and "Contest in teeth restoration"
International Dental Magazine “Dent Art” writes about our Tbilisi International Dental Congress and “Contest in teeth restoration”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *