კონკურსი რესტავრაციულ სტომატოლოგიაში – II სეზონი

კბილთა რესტაცრაციის სკოლა, რადიქსის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისის მეოთხე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში, იწყებს კონკურსს რესტავრაციულ სტომატოლოგიაში;

კონკურსის მიზნები:

– ნიჭიერი ახალგაზრდა სტომატოლოგების შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება;
– საღეჭი კბილების რესტავრაციის თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიის პოპულაცია;
– სტომატოლოგიური დახმარების აღმოჩენა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის;
– საზოგადოებაში სტომატოლოგიური საქმიანობის იმიჯის ამაღლება;
– სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების დახვეწა;
– საუკეთესოთა შორის საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი რესტავრატორის გამოვლენა;

კონკურსში მონაწილეობის წესები:

– კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ექიმ-სტომატოლოგებს, რომლებსაც გააჩნიათ ექიმი-თერაპევტის ლიცენზია;
– კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს ნებისმიერ რეგიონში და უცხოეთში მომუშავე ექიმ-სტომატოლოგებს;
– კონკურსში მონაწილე ქართველი ექიმი-სტომატოლოგი უნდა იყოს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის” წევრი (მიმდინარე წლის პერიოდში);
– კონკურსში მონაწილეობა ეკრძალებათ საორგანიზაციო ჯგუფისა და პროექტის მხარდამჭერი კლინიკების ექიმებს და მათი ოჯახის წევრებს;

კონკურსში მონაწილეობის პირობები:

– კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა
– კონკურსში მონაწილე ექიმი-სტომატოლოგების შერჩევა მოხდება მათ მიერ გამოგზავნილი სარეგისტრაციო ფორმისა და ჟიურის წევრებთან პროფესიული თემატიკით განსაზღვრული გასაუბრების საფუძველზე;
– შერჩეული კანდიდატები კონკურსის I ეტაპზე ერთმანეთს შეეჯიბრებიან ბლეკით კლასი II ტიპის ღრუების რესტავრაციაში მულაჟებზე. სამუშაო უნდა შესრულდეს 2 ხელში, სამუშაო ველის კოფერდამით იზოლაციისა და წინასწარ მოცემული დროის ფარგლებში.

შესრულებულ სამუშაოს შეაფასებს კონკურსის ოფიციალური ჟიური. (კონკურსის მსვლელობამდე კონკურსის მონაწილეებს ჩუტარდებათ თემატური ლექია-მასტერ კლასები კოფერდამის სისტემაზე);

– I ტურში გამარჯვებული კონკურსანტები გადავლენ ფინალურ ტურში, სადაც მათ მოუწევთ მუშაობა უშუალოდ პაციენტის პირის ღრუში, საღეჭი კბილების მიდამოში, სხვადასხვა სიმძიმის კლინიკურ შემთხვევებზე. სამუშაო უნდა შესრულდეს 4 ხელში, სამუშაო ველის კოფერდამით იზოლაციისა და წინასწარ მოცემული დროის ფარგლებში (ფინალურ ტურამდე კონკურსანტებს ჩაუტარდებათ თემატური ლექცია-მასტერკლასები საღეჭი კბილების რესტავრაციის თანამედროვე მეთოდებსა და პრინციპებზე);

ჩატარებული რესტავრაციის საბოლოო შეფასება მოხდება 4-5 დღის შემდეგ, როცა რესტავრაცია მიიღებს საბოლოო სახეს;
– კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება სამეცნიერო კვლევით ცენტრ „რადიქსის” მეოთხე  საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის I დღეს, საზეიმო ვითარებაში;

კონკურსის მიმდინარეობის ადგილი, ჟიური და შეფასების სისტემა:

– კონკურსის კლინიკური ნაწილი გაიმართება სტომატოლოგიური კლინიკა „ელიტის” ბაზაზე;
– კონკურსის ჟიური დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესიონალებით,  რომელებიც შეჯიბრის ყოველ ეტაპზე გაეცნობიან მონაწილეების მუშაობას;
– მონაწილეებს კონკურსის დაწყებამდე მიენიჭებათ ინდივიდუალური კოდი და ამავე კოდით წარსდგება მათი ნამუშევარი ჟიურის წინაშე, რითაც დაცული იქნება თითოეული კონკურსანტის ანონიმურობა და ჟიურის შეფასება იქნება მაქსიმალურად ობიექტური;

კონკურსის მატერიალურ-ტექნიკური რესურსები

კონკურსის მიმდინარეობისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსები უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ, მათ შორის პაციენტებიც, რომლებიც შერჩეულ იქნებიან კონკურსანტებისაგან დამოუკიდებლად და თითოეული პაციენტის კბილის დაზიანების სიმძიმე იქნება მაქსიმალურად თანაბარი. კონკურსის მიმდინარეობის ფარგლებში მონაწილეებს მოუწევთ ორგანიზატორების მიერ დარიგებული სპეციალური მაისურების ტარება. (სამედიცინო ფორმის დანარჩენი აქსესუარები – თეთრი შარვალი და ამბულატორიული ფეხსაცმელი უზრუნვლყოფილი უნდა იქნეს კონკურსანტის მხრიდან.)

როგორ დავრეგსტირირდე?

გადმოაგზავნეთ თქვენი სივი შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: radix.ge@gmail.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 593 792 501

განაცხადების მიღება შეწყდება 2014 წლის 20 მარტს, 18 საათზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

კონკურსი გახდა საერთაშორისო! საკონსკურსო ტურები იმართება მეზობელ ქვეყნებშიც. გამარჯვებულები, ნახევარფინალში შემოეუერთდებიან ქართველ მონაწილეებს!

წინა სეზონის გამარჯვებული – ლაშა ჩანტლაძე:

lasha Chantladze

რეგისტრაცია დასრულდა! დიდი მადლობა აქტიურობისთვის! :)


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>