RADIX & ხელოვნების აკადემია

2010 წლის 19 იანვარს ხელოვნების აკადემიის და RADIX-ის ორგანიზებით, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და კომპანია ქოლგეით-პალმოლივის მხარდაჭერით, ჩატარდა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “ხელოვნების აკადემიის” შენობაში “მომავლის სახლის” მზუნველობამოკლებული 40 აღსაზრდელისთვის.

მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ RADIX-ის პრეზიდენტი, ბატონი ზურაბ ალხანიშვილი; ხელოვნების აკადემიის დამფუძნებელი, მუსიკოსი ვალერიან შიუკაშვილი, რომელმაც აღსაზრდელებს ნანი ბრეგვაძის სახელობის საესტრადო სიმღერის კონკურსის უფასო აბონემენტები გადასცა; კომპანია თელასის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბატონი ვალერი ფანცულაია და ქალბატონი ია ქარდავა ქალაქ თბილისის მერიიდან.

RADIX-მა და ხელოვნების აკადემიამ ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. კომპანია ქოლგეით პალმოლივისგან კი – კბილის პასტები, ჯაგრისები და წამახალისებელ საჩუქრები დაურიგდათ.

კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ ქალბატონები – ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე და “ანა-ბანას” გამარჯვებულები.

23 იანვარს “მომავლის სახლის” დარბაზში ჩატარდება საგანმანათლებლო ლექცია-სემინარი პირის ღრუს ჰიგიენური მოვლის საშუალებებზე, რის შემდეგაც სტომატოლოგიურ კლინიკებში – CEDEX და DENTEX 95 ეტაპობრივად მიიღებენ უფასო სტომატოლოგიურ დახმარებას.

პარტნიორები და მხარდამჭერები: ქალაქ თბილისის მერია; ტელეკომპანია “იმედი”;

დეველოპერული კომპანია “აქსისი”; საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი; ავეჯის სალონი “პალატი”; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდი; კულტურის, ძეგლთა დაცვის და სპორტის სამინისტრო; სარეკლამო კომპანია “საქიდეამშენი”



No Comments Yet.

Leave a comment