ესთეტიკური მედიცინის მე-4 საერთაშორისო კონგრესი

2016 წლის 15 და 16 ოქტომბერს, თბილისში საქართველოს ესთეტიკური მედიცინის ორგანიზებით  ესთეტიკური მედიცინის მე-4 საერთაშორისო კონგრესი ტარდება. 2016 წელს ამ სფეროში წამყვანი მსოფლიო დონის სპეციალისტები ჩაატარებენ მასტერ კლასებსა და წარმოადგენენ ინოვაციურ მოხსენებებს ესთეტიკური მედიცინის სფეროში სიახლეების შესახებ.Gvantsa Tabaghua

2016 წლის სესიის პარტნიორია: ამერიკის ესთეტიკური მედიცინის აკადემია (AAAM American Academy of Aesthetic Medicine) და ესთეტიკური მედიცინის საერთაშორისო ასოციაცია (UIME – International Association of Aesthetic Medicine)

კონგრესზე მოხსენებით წარსდგება სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი გვანცა ტაბაღუა, რომელიც მოხსენებას გააკეთებს კბილთა გათეთრების სისტემის უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე თანამედროვე ეპოქაში.

კონფერენციის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.gsoam.ge/


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *