სამეცნიერო კვლევითი ცენტრი “რადიქსი” ახალგაზრულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აბსტაქტების მიღებას იწყებს. კონფერენცია თბილისის მე-10 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ჩატარდება.
კონფერენცია გაიმართება 2020 წლის აპრილში, კონფერენციამდე კი ტრადიციულად ჩატარდება ვორქშოფი ეფექტურ პრეზენტაციაზე, სადაც დასწრება სავალდებულო იქნება იმ 15 მონაწილისათვის, რომლებიც შეირჩევიან აბსტრაქტების საშუალებით. კონფერენციის გამარჯვებული გამოვლინდება 2020 წლის მაისში, რადიქსის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე.
შეგახსენებთ, რომ :
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ბაკალავრის (სტუდენტი) ან პოსტ დიპლომური პროგრამის (რეზიდენტი) წარმომადგენელს.
- მომხსენებლის ან თემაზე მომუშავე სტუდენტების/რეზიდენტების რაოდენობა ორს არ უნდა აღემატებოდეს.
- აბსტრაქტების მიღების ბოლო ვადა არის 15.03.2020.15 მარტის შემდეგ გამოგზავნილი აბსტრაქტები არ მიიღება.
დაწვრილებითი ინფორმაცია და აბსქტრაქტის ფორმა შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ – YLD-თეზისი-ქართულადYLD-თეზისი-ქართულად
აბსტრაქტების გადმოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tidcyouth@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
995 593 937 798