სიახლეები


RADIX „The Geneva Smile Center“-თან თანამშრომლობას იწყებს

2010 წლის 12 ივნისს „The Geneva Smile Centre“-დან, RADIX-ის მოწვევით, საქართველოს დოქტორი ბენბაშირ ნასერი ( Benbachir Nacer) ეწვია.

„ჯანმრთელობა და ლამაზი ღიმილი“ – ამ დევიზით ჟენევის ღიმილის ცენტრი, დოქტორ დიდიე დიჩის ხელმძღვანელობით, მუდმივად ბადებს უდიდეს ნოვაციებს სტომატოლოგიაში.

ნიშანდობლივია, რომ ცენტრმა თბილისის პროფესიულ ასოციაციებთან თანამშრომლობა დაიწყო. პირველი პარტნიორი კი სამეცნიერო-კვლევითო ცენტრი RADIX-ია.

დოქტორი ბენბაშირ ნასერი – მიიღო DMD ხარისხი კასაბლანკას უნივერსიტეტში 2000 წელს, დოქტორის ხარისხი 2007 წელს ჟენევის უნივერსიტეტში და SVPR დიპლომი 2009 წელს. ამჟამად ლექტორია ჟენევის უნივერსიტეტში კარიესოლოგიისა და ენდოდონტიის დეპარტამენტში. ხელმძღვანელობს კონსერვატიულ და ესთეტიკურ მკურნალობას და ქირურგიას.

„მინიმალური ინვაზიური ესთეტიკური სტომატოლოგია“ – ამ სახელწოდების კონფერენცია სასტუმრო D’Plaza-ში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და კომპანია „გლაქსოსმიტკლაინის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი; საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გია მენაბდე და ვიცეპრეზიდენტი, პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი.

კონფერენცია პროგრესული მკურნალობის ცნებების და მინიმალური ინვაზიური სტომატოლოგიის გაცნობით დაიწყო. განხილული იყო ვიტალური კბილების ბლიჩინგის ქიმიური მექანიზმი, ციფრული ფოტოგრაფია და სპექტომეტრული გაზომვა:
L, a, b ფერები, In-Vitro შეფასებები, ბლიჩინგი და მომატებული მგრძნობელობა.

დევიტალური კბილების ბლიჩინგი:
კბილთა ფერის შეცვლის ეტიოლოგია, კლინიკური პროცედურები და შემთხვევები, რისკ-ფატქორები და განმეორებითი ჩატარების ჩვენებები.

მიკროაბრაზია:
მინანქრის თეთრი უბნების დაზიანების ხასიათი, მოლარების და საჭრელების ჰიპომინერალიზაცია, მიკროაბრაზიის წარმოშობის ისტორია, მოქმედების პრონციპი, საშუალებები და კლინიკური შემთხვევები.

ფრონტალური კბილების ადგეზიური რესტავრაციები:
კომპოზიტების კლასიფიკაცია, ღრუს ფორმა წინა კბილების რესტავრაციების დროს (ბლეკით კლასი III და IV ), ფენა-ფენა შეტანის ტექნიკის არსი, საშუალებები და კლინიკური შემთხვევები.

მოხსენებით წარსდგა GlaxoSmithKline Consumer Healthcare რეგიონალური მენეჯერი, ქალბატონი ნინო გაგუა. მან გლაქსოსმიტკლაინის მიერ წარმოებული სამკურნალო-პროფილაქტიკური კბილის პასტების პრაქტიკულ სტომატოლოგიაში გამოყენების საშუალებებზე ისაუბრა.

წარმოდგენილი იყო გლაქსოსმიტკლაინის ახალი პროდუქციაც, Sensodyne-ს ახალი კბილი ს პასტა ჰიპოსენსიტიური ეფექტით 60 წამში, სპეციალური ფორმულა ჰიპერესთეზიის სამკურნალოდ და paradontax-ის პირის ღრუს ანტიბაქტერიული, ანტიკარიესული სავლები.

კონფერენციის ყველა მონაწილემ საჩუქრად მიიღო ჟურნალ GSAnews-ის ნომრები და უამრავი საჩუქარი GlaxoSmithKline-სგან, მათ შორის, ახალი სავლებიც.

სემინარის დასასრულს გაიჭრა საზეიმო ტორტი და ცენტრების სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც ჩამოყალიბდა.

RADIX მადლობას უხდის EMSA TSU-ს და ნინო ცინცაძეს მხარდაჭერისთვის.