თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

2017 წლის 28  აპრილს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი ჩატარდა. წელს კონგრესს სასუმრო “მილენიუმ ბილთმორმა” უმასპინძლა.

კონგრესი “რადიქსის” პრეზიდენტმა ნინო გვასალიამ გახსნა და ორგანიზაციის ახალი საპატიო წევრები გამოავლინა. ტრადიციულად, წევრის შერჩევის კრიტერიუმები მარტივია: უნდა ზრუნავდეს ახალგაზრდა კოლეგების კარიერულ / პროფესიულ განვითარებაზე, მხარში ედგეს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, გამოირჩეოდეს პროფესიონალიზმით, კოლეგიალობითა და ნოვაციების მიმართ სწრაფვით.

Nino Gvasalia

გასულ წლებში “რადიქსის” საპატიო წევრები გახდნენ:

– ქსენია ლაზარევა (უკრაინა)- სერგეი რადლინსკის კლინიკა-სტუდია „აპოლონიას“ ექიმი სტომატოლოგი. სტომატოლოგთა საერთაშორისო კონკურსის „პრიზმა ჩემპიონატის“  ხელმძღვანელი, სტომატოლოგიურ ჟურნალ „დენტ არტის“ რედაქტორი.
– ტომ ფინი – (დიდი ბრიტანეთი) სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯის ევროპის რეგიონის პრეზიდენტი, ირლანდიის სტომატოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი
– ქეთევან გოგილაშვილი (საქართველო) – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
– გინტარას უინიზასი (ლიტვა), პროფესორი
– ლალი კოჭლაშვილი (საქართველო), ექიმი-ორთოდონტი
– ზურაბ გერსამია (საქართველო), კბილთა რესტავრაციის სკოლის ხელმძღვანელი

– პროფ. სოფიო სამხარაძე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი
– ეთო ბახტაძე, კლინიკა  Dent-Iveri XXI-ის ხელმძღვანელი
– პროფ. თენგიზ ლობჟანიძე, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი
– მარიკა ზურმუხტაშვილი, Dentex-95-ის ექიმი სტომატოლოგი

წლევანდელი საპატიო წევრი გახდა:
ნათია რუსაძე, თერაპევტი სტომატოლოგი, კომპანია Dentsply-ის ოფიციალური ტრენერი საქართველოში

საპატიო წევრების წარდგენის შემდეგ “რადიქსის” ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ნებიერიძემ კონგრესის ახალგაზრდული სექციის – ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმის გამარჯვებულები წარადგინა:

I ადგილი – ნინო ხარაზი

II ადგილი – თამარ მაცაბერიძე

III ადგილი – სოფიო კაკრიაშვილი

გარდა ამისა, თავისი ფავორიტები გამოავლინა  საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ და გიორგი შუკაკიძე და გიორგი ბახუტაშვილი დააჯილდოვა.  პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსმა” ყველა მონაწილეს სახელმძღვანელოები გადასცა.

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთევან გოგილაშვილმა, ჟიურის რჩეულს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-12 საერთაშორისო კონგრესზე უფასო დასწრების ვაუჩერი და  ენდოდონტიისა და პაროდონტოლოგიის ახალი სახელმძღვანელოები გადასცა.Ketevan Gogilashvili

გარდა ამისა, კონფერენციის გამარჯვებულებს კომპანია კურაპროქსმა გადასცა კომპანიის საერთაშორისო ტრენინგზე დასწრებისა და შვეიცარიაში გამგზავნრების ვაუჩერი..

სამეცნიერო პროგრამა რომის უნივერსიტეტი “საპიენცას”, Albius PerioSchool-ის სპიკერის, რიკარდო მონგარდინის ლექციით გაიხსნა. მონგარდინის მიერ წარმოდგენილი იქნა პოსტიმპლანტაციურ პერიოდში პაციენტის მონიტორინგის მნიშვნელობა და ამავდროულად პერიიმპლანტიტის მკურნალობა, პროფილაქტიკის აქტუალური საკითხები სტომატოლოგიაში.

აუდიტორიის წინაშე მოხსენებით წარსდგა ანი ბოგვორდტი, სტოკჰოლმის ყბა-სახის მიდამოს ტკივილისა და ქვედაყბისქვეშა სახსრის დისფუნქციის სახელმწიფო სტომატოლოგიური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კათედრის დეპარტამენტის წარმომადგენელი. მოხსენებამ – ოპტიმალური ფუნქციური ოკლუზია, მსმენელების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.Tengo Biniashvili

კონგრესზე მოხსენებით წარსდგნენ სპიკერები რუსეთიდან, მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-აღმოსავლეთის უნივერსიტეტის თერაპიული კათედრის წარმომადგენლები – ანტონ სახანოვი და ინგა კულიკი. სპიკერებმა აუდიტორიას ენდოდონტიისა და პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის აქტუალურ საკითხები წარუდგინეს, საინტერესო კლინიკური ქეისებით.

კონგრესის პროგრამაში, 2017 წელს, 3 ქართველი სპიკერი გამოვიდა მოხსენებით: თენგო ბინიაშვილი, რუსლან გვარიშვილი და თეა ნაცვიშვილი. თენგო ბინიაშვილმა აუდიტორიას ბიოლოგიური სივრცის დარღვევები და მისი მკურნალობის გაიდლაინი გააცნო, ხოლო რუსლან გვარიშვილმა კი თანამედროვე ენდოდონტიური მიკროქირურგიის გამოწვევბსა და მიჭრევებზე ისაუბრა. თეა ნაცვლიშვილმა დამსწრე საზოგადოებას საინტერესო და აქტუალური მოხსენება გააცნო – “რა პასუხი აქვს მტკიცებით მედიცინას კითხვაზე: ხელის ინსტრუმენტი, ულტრაბგერა, ვექტორ სისტემა, ჰაერ-ჭავლოვანი პოლირება თუ ლაზერი?”

კონგრესზე წარმოდგენილი იყო კომპანია პსპ-ს და ალფა ბიოს მოხსენება პირის ღრუს მოვლის თანამედროვე საშუალებებსა და სტომატოლოგიაში ეფექტურ იმპლანტოლოგიურ გადაწყვეტილებებზე.

კონგრესი “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტმა, გვანცა ტაბაღუამ დახურა.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>