თბილისის საერთაშორისო კონგრესის მეექვსე სეზონის რეგისტაცია დაიწყო

თბილისის საერთაშორისო კონგრესის მეექვსე სეზონის რეგისტაცია დაიწყო.

კონგრესი 2016 წლის 7-8 მაისს სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისის“ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.

მის: ჰუალინგი. თბილისის ზღვის ახალი ქალაქი – თბილისის ზღვასთან მდებარე, ქალაქის ხმაურს მოშორებული პრემიუმ კლასის სასტუმრო განსაკუთრებული ეკოლოგიური ადგილმდებარეობით გამოირჩევა, რაც აუცილებელი პირობაა მშვიდი და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის

კონგრესის მეექვსე სეზონიც ტრადიციულად ინფორმატიული და მრავაპროფილური იქნება, აქცენტი თამანედროვე სტომატოლოგიის ახალ ტენდენციებზე და მიდგომებზე  გაკეთდება. ჩატარდება მასტერ კლასები.

კონგრესის სიახლე

კონგრესის მეექვსე სეზონზე სიახლეა – ტრიბუნას წყვილი სპიკერები დაიკავებენ, ერთობლივად წარმოადგენენ საკუთარ ნაშრომებს, მოახდენენ კომპლექსური მიდგომის პრეზენტაციას.

კონგრესის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტრუმენტების, პირის ღრუს მოვლის საშუალებების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის გამოფენა.

დეტალურ პროგრამას და ინფორმაციას მომხსენებლებების შესახებ ეტაპობრივად მოგაწვდით.

იხილეთ წინასწარი პროგრამა:

  • პაროდონტოლოგის როლი ლამაზი ღიმილის შექმნაში. კბილების პასიური ამოჭრის დიაგნოსტიკა და მკურნალობა – რობერტო როსი, DDS, MScD, რომის უნივერსიტეტი საპიენცა, Albius PerioSchool-ის სპიკერი (იტალია)
  • “ორთოდონტიული პაციენტების არაინვაზიური მკურნალობა გამჭვირვალე ელაინერებით OrthoSnap, განსხვავებები, ჩვენებები და გამოყენების შესაძლებლობა OrthoSnap ელაინერებით მკურნალობისას” – ალექსანდრე ბოლიჩევსკი OrthoSnap ცენტრის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. OrthoSnap ექსპერტი (რუსეთი)
  • “მუკოგინგივალური ქირურგია. მისი გამოყენება ღრძილის რეცესიის მკურნალობისა და სხვა ქირურგიული ჩარევების დროს” – ეუგენიო ლონგო, პაროდონტოლოგი, იმპლანტოლოგი და პირის ღრუს ქირურგი (ტუსკანი, იტალია). იმპლანტოლოგიაში და მუკოგინგივალურ ქირურგიაში hands-on კურსების ხელმძღვანელი და ტრენერი UNINOVE-ს უნივერსიტეტში (სანპაოლო, ბრაზილია)
  • “6 მმ-ზე ღრმა პაროდონტული ჯიბეების მკურნალობა კონსერვატიული პაროდონტოლოგიური მეთოდებით” – მარისა რონკატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,Albius PerioSchool-ის სპიკერი (იტალია)
  • “ესთეტიკის ანალიზი და კომუნიკაცია სტომატოლოგიურ ლაბორატორიასთან”, ”ციფრული სტომატოლოგიური ლაბორატორია” – თენგო ბინიაშვილი და იაროსლავ სტელმახი – მკურნალობის კომპლექსური მიდგომის პრეზენტაცია (უკრაინა-საქართველო)
  • “მიკრობიოლოგიური კვლევები და ანტიბიოტიკები სტომატოლოგიურ პრაქტიკაში – საჭიროება, მნიშვნელობა და აუცილებლობა” – ქეთევან გოგილაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (საქართველო)
  • “ქვედა ყბის სასახსრე მორჩის მოტეხილობის მკურნალობა ბიოდეგრადირებადი მინი ფირფიტების გამოყენებით” – გურამ მაღრაძე, მედიცინის დოქტორი (რუსეთი)
  • “დებატები თემაზე: ადგილობრივად თუ სისტემურად გამოყენებული პრეპარატების უერთიერთქმედება და გვერდითი ეფექტები. უსაფრთხოება ეფექტურობის წინააღმდეგ.” – მოდერატორი – თეა ნაცვლიშვილი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” სამეცნიერო ხელმძღვანელი (საქართველო)
  • “სამუშაო სივრცის ერგონომიკა სტომატოლოგიაში” – გვანცა ტაბაღუა – სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსიs” ვიცე-პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტი – მკვლევარი და დოქტორანტი (საქართველო)
  • სტომატოლოგიური კომპოზიტების  ესთეტიური შესაძლებლობები და პრაქტიკული გამოყენება -ელვირა იურევა უმაღლესი კატეგორიის კბილის  ტექნიკოსი,პრაქტიკული კურსების ლექტორი სასწავლო ცენტრ “ავერონ”-ში. (რუსეთი)

რეგიტრაციისთვის საჭიროა:

1.შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა:

Registration Form

2.გადარიცხოთ კონგრესის საფასური შემდეგ ანგარიშის ნომერზე:

მიმღები ბანკი – ს.ს.საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300

ბენეფიციარი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი

არ დაგავიწყდეთ, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი თან იქონიოთ კონგრესზე გამოცხადებისას.

 დასწრების ღირებულება შეადგენს:

ექიმებისთვის:

2016 წლის 25 აპრილამდე – 200 ლარი

2016 წლის 15 აპრილი -ადგილზე რეგისტრაცია – 250 ლარი

სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის

2016 წლის 15 აპრილამდე – 80 ლარი

2016 წლის 15 აპრილი -ადგილზე რეგისტრაცია – 100 ლარი

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

 555 777 895; 514 00 00 16;

Email: Info@radix.ge; radixge@gmail.com

www.radix.ge


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>