წევრობა

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი” წევრობაზე დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს.

ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს ორგანიზაციის მუშაობაში; კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად ჩაერთოს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში; ორგანიზაციის გამგეობას წარუდგინოს საკუთარი ინიციატივები და თუ ეს ინიციატივა ჰარმონიაში მოდის ორგანიზაციის მიზენებთან და განხორციელების საშუალებებთან, მიიღოს მხადრაჭერა მის განსახორციელებლად. ორგანიზაცია ვალდებულია, საკუთარ წევრებს, სურვილების და ინტერესების  შესაბამისად, შეუქმნას წარმატების გარანტია!

ორანიზაციის წევრს შეუძლია ისარგებლოს რადიქსის კვალიფიციური იურისტების უფასო კონსულტაციით!

პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, ორგანიზაციის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით, შეიძლება არჩეულ იქნას ორგანიზაციის საპატიო წევრად. RADIX – ის პირველი საპატიო წევრი, 2009 წლის 26 ნოემბრიდან, არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის  პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი;

წევრობის ღირებულებაა თვეში 1 ლარი (წინასწარი ერთწლიანი გადახდით).

რადიქსში გასაწევრიანებლად:

1. უნდა შეავსოთ ონლაინ ფორმა: http://bit.ly/VmBffS

2. გადაიხადოთ 12 ლარი საქართველოს ბანკში შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღები ბანკი – ..საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300
ბენეფიციარისამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი
დანიშნულებასაწევრო შენატანი

3. ელექტრონულ ფოსტაზე ( radix.ge@gmail.com) გადმოგვიგზავნოთ გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ასლი და ერთი ფოტოსურათი, რომელიც საწევრო ბარათზე განთავსდება.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>