თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი! მეხუთე საიუბილეო სეზონი! რეგისტრაცია დაიწყო!
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
- თარიღი 2015 წლის 2-3 მაისი
- ადგილმდებარეობა– ვარდების ბაღის საკონცერტო ჰოლი(აღმაშენებლის ქ.73).
სექციებს შორის შესვენება კი დარბაზის წინ არსებულ ულამაზესი დიზაინის მქონე ბაღში, სასიამოვნო გარემოში, ღია ცის ქვეშ წარიმართება.
2015 წლის გაზაფხულზე, ტრადიციულად, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ ორგანიზებით თბილისის საერთაშორისო საიუბილეო სტომატოლოგიური კონგრესი ჩატარდება.
კონგრესის მეხუთე სეზონზე აქცენტი კომპლექსური მიდგომის და გუნდური მუშაობის სპეციფიკაზე გაკეთდება. პაროდონტოლოგიური მკურნალობის თავისებურებების გარშემო სტომატოლოგიის ყველა მიმართულება იქნება განხილული. ჩატარდება მასტერ კლასები.
კონგრესის მიმდინარეობის პარალელურად გაიმართება სტომატოლოგიური მასალების, ინსტრუმენტების, პირის ღრუს მოვლის საშუალებების, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის გამოფენა.
განსხვავებული იქნება კონგრესის ახალგაზრდული ნაწილის მიმდინარეობის ფორმატიც. სექციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე: https://radix.ge/tidcy2015/
წინასწარი პროგრამა
- “პაროდონტის დაავადებათა არაქირურგიული მეთოდები. ჩვენება, უკუჩვენება და კლინიკური პროტოკოლები დიოდური ლაზერის გამოყენებით. პერიიმპლანტიტების მკურნალობის არაქირურგიული მეთოდები.” მარისა რონკატი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრა, Alma Mater Studiorum, ბოლონიის უნივერსიტეტი, იტალია.
- “კბილის გვირგვინოვანი ნაწილის ესთეტიური და ფუნქციური დაგრძელება.” ზივ საიმონი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მედიცინის მაგისტრი, ამერიკის პაროდონტოლოგთა ასოციაციის დიპლომატი, კანადის სამეფო კოლეჯის სტომატოლოგთა წევრი. ამერიკის შეერთებული შტატები.
- “არხის სისტემის ირიგაციის თანამედროვე გაიდლაინი” – ქეთევან გოგილაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.
- “ტრანსლაციური კვლევები: რეგენერაციულ სტომატოლიგაში ღეროვანი უჯრედების გამოყენება” – ვოლფ-დიტერ გრიმმ, DDS, PhD, MSc, პროფესორი პაროდონტოლოგიაში, ჯანდაცვის ფაკულტეტი, ვიტენ/ჰერდეკეს უნივერსიტეტი, გერმანია.
- “პაროდონტისა და სისტემურ დაავადებებს შორის ურთიერთკავშირი” – ანდერს გუსტაფსსონი, MD, PhD, პროფესორი პაროდონტოლოგიაში, დოქტურანტურის განყოფილების დეკანი, კაროლინსკას ინსტიტუტი. შვედეთი.
- “შავი სამკუთხედები” – ღია ამბრაზურებით გამოწვეული დილემა – აკადემიური დისციპლინების კვეთის კონტექსტი და მეტაკოგნიცია” – გვანცა ტაბაღუა, DMD, დოქტორანტი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი.
- “მტკიცებითი მედიცინა: რეგულატორიდან კლინიკაში და პირიქით” – სვიატოსლავ პლავინსკი. MD, PhD, პროფესორი, ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტის ხელმძღვანელი და პედაგოგიკის, ფილოსოფიისა და სამართლის კათედრის გამგე. რუსეთი.
- “პაროდონტოლოგიური მკურნალობის ოქროს სტანდარტი: არაქირურგიული და ქირურგიულიო მეთოდები.” – თეა ნაცვლიშვილი. ქირურგი-პაროდონტოლოგი, დოქტორანტი. სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” სამეცნიერო ხელმძღვანელი.
- “დანაკლისი კბილის სტრუქტურის აღდგენა: ორთოდონტული და რესტავრაციული სტომატოლოგიის საფუძველი, როდის და როგორ?” –
დალია ლატკაუსკიენიე, DDS, PHD, ექიმი ორთოდონტი.
ვილნიუსის იმპლანტოლოგიის ცენტრი. კაუნასის ორთოდონტიული ცენტრი, ლიტვა. - “ძირითადი აქცენტები და მკურნალობის სტრატეგია ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიაში” – სოფიო სამხარაძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი. საქართველო.
- განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა. არხების განბჟენის საკვანძო მომენტები და ინსტუმენტის მოტეხილი ფრაგმენტების მოცილება. ნიკელ-ტიტანის ინსტრუმენტების და ულტრაბგერის როლი განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობისას – ტამარა შპაკი. სამეცნიერო კონსლუტანტი VDW GmbH (გერმანია).
- მოსახსნელი პროთეზები – ბუნებრივი კბილების იმპლანტაცია, CAD/CAM ტექნოლოგია – მარკო ვანინი (იტალია)
მასტერ კლასები: იმპლანტოლოგია, ენდოდონტია
იხილეთ პროგრამა: https://radix.ge/master-classes/
—————————————
რეგისტრაცია
რეგიტრაციისთვის საჭიროა:
1.შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა:
2.გადარიცხოთ კონგრესის საფასური შემდეგ ანგარიშის ნომერზე:
- მიმღები ბანკი – ს.ს.საქართველოს ბანკი
- ბანკის კოდი: BAGAGE22
- მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300
- ბენეფიციარი: სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი რადიქსი
არ დაგავიწყდეთ, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი თან იქონიოთ კონგრესზე გამოცხადებისას.
დასწრების ღირებულება შეადგენს:
- სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის – 80 ლარი
- ექიმებისთვის:
- 1 მარტამდე –100 ლარი
- მარტი-აპრილი – 125 ლარი
- 1 მაისი და ადგილზე რეგისტრაცია – 150 ლარი
- უცხოელი მსმენელისთვის – 100 ევრო
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
- 555 777 895; 514 00 00 16;
- Email: Info@radix.ge; radixge@gmail.com
- www.radix.ge
- www.tidc.ge