გენდერული იდენტობები, დამოკიდებულებები და აღქმა

2013 წლის 14 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 101-ე აუდიტორიაში ჩატარდება კონფერენცია – „გენდერული იდენტობები, დამოკიდებულებები და აღქმა”. კონფერენცია დაიწყება 10:00 საათზე; სამუშაო ენა: ქართული და ინგლისური, სინქრონული თარგმანის თანხლებით.

cssკონფერენცია ტარდება გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში; ასევე ეძღვნება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლის იუბილეს. კონფერენცია მიზნად ისახავს მოიწვიოს საერთაშორისო და ადგილობრივი მეცნიერები და მკვლევრები, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარებენ თავიანთი კვლევების შედეგებს გენდერის ზეგავლენაზე იდენტობების ფორმირების პროცესში, ასევე დამოკიდებულებებისა და აღქმების ჩამოყალიბებისას.
მე-5 ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში ორგანიზებულია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და თსუ-ს გენდერის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი დაარსდა 2003 წლის ნოემბერში ფონდი ღია საზოგადოება – საქართველოს სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის საქმიანობებსა და რესურსებზე დაყრდნობით. ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს საქართველოში აკადემიური და გამოყენებითი სოციალური მეცნიერებების განვითარებას; საერთაშორისო აკადემიური ქსელში ქართველ მკვლევართა ინტეგრირებას; სოციალურ მეცნიერებებში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვას და მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და სწავლების ხელშეწყობას.

თსუ-ს გენდერის კვლევის ინსტიტუტი 2012 წელს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულს სახით, რომელიც უზრუნველყოფს გენდერის მიმართულებით არსებული აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობასა და ადმინისტრირებას. ინსტიტუტის მიზნებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის მიმართულების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარება, გენდერის პრობლემებზე მომუშავე აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო სტუდენტების თანამშრომლობისათვის ინსტიტუციური პლატფორმის უზრუნველყოფა, გენდერის კვლევის სასწავლო საგნების ინტეგრაცია უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და კვლევებში, უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული უთანასწორობის პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.

პროგრამა:

10:00 – შესავალი სიტყვა

10:10-10:30
გამოწვევები საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად
მაია ბარქაია
სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

10:30-10:50
ქალთა ჩართულობა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში (საქართველო)
რუსუდან კერვალიშვილი
არასამთავრობო ორგანიზაცია „გენდერული სამართლიანობა“

10:50-11:10
გენდერული თანასწორობის პრობლემები და პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში
მაია წურწუმია
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

11:10-11:40
დისკუსია

11:40 – 12:00 შესვენება

12:00-12:20
ქალი აქტორი, აქტიორი და ავტორი
ლელა გაფრინდაშვილი
დამოუკიდებელი მკვლევარი

12:20-12:40
საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის ანალიზი
გვანცა ჯიბლაძე, ნანა ჭაბუკიანი, ნათია უბილავა
მკვლევართა საინიციატივო ჯგუფი

12:40-13:10 დისკუსია

13:10 – 14:10 – ლანჩი

14:10-15:10
მოწვეული მომხსენებელი, პროფესორი ჯოანა რეგულსკა
რატგერსი, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი

15:10 – 15:20 შესვენება

15:20-15:40
სოციალური სტიგმით გამოწვეული სტრესის გავლენა თბილისში მცოვრებ ლესბოსელებზე
ანა გუნია
დამოუკიდებელი მკვლევარი

15:40-16:00
გენდერული სტერეოტიპების გავლენის კვლევა სტომატოლოგიაში
ლანდა ლურსმანაშვილი, ზურაბ ალხანიშვილი, ნინო გვასალია, ირმა ბაკურაძე
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი Radix

16:00-16:30 დისკუსია
16:30-17:00 კონფერენციის დახურვა

კონფერენცია იმართება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით. კონფერენცია ეძღვნება ცენტრის დაფუძნების 10 წლის იუბილეს, ასევე 16 დღიან საერთაშორისო კამპანიას გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირი დაარსდა 2003 წელს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის საქმიანობებსა და რესურსებზე დაყრდნობით. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს საქართველოში აკადემიური და გამოყენებითი სოციალური მეცნიერებების განვითარებას; საერთაშორისო აკადემიური ქსელში ქართველ მკვლევართა ინტეგრირებას; სოციალურ მეცნიერებებში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვას და მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და სწავლების ხელშეწყობას; საქართველოში სოციალურ მეცნიერებებში ფაქტებზე დაფუძნებული ინოვაციური და თანმიმდევრული კვლევების განხორციელებისა და ანალიზის უზრუნველყოფას; კვლევის ხელშესახები შედეგების მიღებას, რომელიც მოემსახურება საქართველოს მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებას; საქართველოს სოციალური მეცნიერების ინტეგრაციასა და ინტერნაციონალიზაციას სოციალურ მეცნიერებათა გლობალურ ქსელში. ცენტრის პარტნიორებს შორის არიან ოქსფორდის უნივერსიტეტი, რატგერსი, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა.

გენდერის კვლევის ინსტიტუტი, თსუ

თსუ-ის გენდერის კვლევის ინსტიტუტი დაფუძნდა 2012 წელს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულს სახით, რომელიც უზრუნველყოფს გენდერის მიმართულებით არსებული აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობასა და ადმინისტრირებას. ინსტიტუტის მიზნებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის მიმართულების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარება, გენდერის პრობლემებზე მომუშავე აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო სტუდენტების თანამშრომლობისათვის ინსტიტუციური პლატფორმის უზრუნველყოფა, გენდერის კვლევის სასწავლო საგნების ინტეგრაცია უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და კვლევებში, უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული უთანასწორობის პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.

წყარო: http://css.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=9&info_id=828


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *