V ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში

2013 წლის 14 ნოემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა  V ყოველწლიური კონფერენცია გენდერის კვლევაში – „გენდერული იდენტობები, დამოკიდებულებები და აღქმა”.

css

კონფერენცია ჩატარდა გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში; ასევე მიეძღვნა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლის იუბილეს.

კონფერენცია სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის წარმომადგენლის, ბაია ბარქაიას მოხსენებით “გამოწვევები საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად” გაიხსნა. არასამთავრობო ორგანიზაცია “გენდერული სამართლიანობის” წარმომადგენელმა რუსუდან კერვალიშვილმა წარადგინა მოხსენება “ქალთა ჩართულობა მშვიდობასა და უსაფრთხოებაში”.

მოხსენებით “ქალი აქტორი, აქტიორი და ავტორი” წასდგა მკვლევარი ლელა გაფრინდაშვილი.

საქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის ანალიზი

მკვლევართა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა:  გვანცა ჯიბლაძემ, ნანა ჭაბუკიანმა და ნათია უბილავასაქართველოში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კანონის ანალიზი წარმოადგინეს.

კონფერენციაზე მოწვეული იყო ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯოანა რეგულსკაც.

სოციალური სტიგმით გამოწვეული სტრესის გავლენა თბილისში მცოვრებ ლესბოსელებზე – კვლევის შედეგები მკვლევარმა ანა გაბუნიამ წარადგინა.
სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” წარმომადგენელმა ზურაბ ალხანიშვილმა, ცენტრის მკვევარებთან, ლანდა ლურსმანაშვილთან, , ნინო გვასალიასთან და ირმა ბაკურაძესთან ერთად, წარადგინა მოხსენება “გენდერული სტერეოტიპების გავლენის კვლევა სტომატოლოგიაში”

კონფერენცია გაიმართა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გენდერის კვლევის ინსტიტუტის ერთობლივი ძალისხმევით. .

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირი დაარსდა 2003 წელს ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს” სოციალურ მეცნიერებათა მხარდაჭერის პროგრამის საქმიანობებსა და რესურსებზე დაყრდნობით. სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის საქმიანობა მიზნად ისახავს საქართველოში აკადემიური და გამოყენებითი სოციალური მეცნიერებების განვითარებას; საერთაშორისო აკადემიური ქსელში ქართველ მკვლევართა ინტეგრირებას; სოციალურ მეცნიერებებში პროფესიული და ეთიკური სტანდარტების დანერგვას და მონაცემებზე დაფუძნებული კვლევისა და სწავლების ხელშეწყობას; საქართველოში სოციალურ მეცნიერებებში ფაქტებზე დაფუძნებული ინოვაციური და თანმიმდევრული კვლევების განხორციელებისა და ანალიზის უზრუნველყოფას; კვლევის ხელშესახები შედეგების მიღებას, რომელიც მოემსახურება საქართველოს მდგრად ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ განვითარებას; საქართველოს სოციალური მეცნიერების ინტეგრაციასა და ინტერნაციონალიზაციას სოციალურ მეცნიერებათა გლობალურ ქსელში. ცენტრის პარტნიორებს შორის არიან ოქსფორდის უნივერსიტეტი, რატგერსი, ნიუ ჯერსის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სხვა.

გენდერის კვლევის ინსტიტუტი, თსუ

თსუ-ის გენდერის კვლევის ინსტიტუტი დაფუძნდა 2012 წელს უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულს სახით, რომელიც უზრუნველყოფს გენდერის მიმართულებით არსებული აკადემიური პროგრამებისა და სამეცნიერო პროექტების ხელშეწყობასა და ადმინისტრირებას. ინსტიტუტის მიზნებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გენდერის მიმართულების ინტერდისციპლინური კვლევისა და სწავლების განვითარება, გენდერის პრობლემებზე მომუშავე აკადემიური პერსონალისა და სადოქტორო სტუდენტების თანამშრომლობისათვის ინსტიტუციური პლატფორმის უზრუნველყოფა, გენდერის კვლევის სასწავლო საგნების ინტეგრაცია უნივერსიტეტში არსებულ სასწავლო პროგრამებსა და კვლევებში, უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორების, ადმინისტრაციული პერსონალისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული უთანასწორობის პრობლემებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ.

წყარო: http://css.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=9&info_id=828

GENDERED IDENTITIES, ATTITUDES AND PERCEPTIONS


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>