რადიქსის საბავშვო პროგრამა თბილისის 144-ე საჯარო ბაგა-ბაღში

2012 წლის 20 ივნისს რადიქსი თბილისის 144-ე ბაგა-ბაღს ეწვია. რადიქსის ექიმებთან ერთად, ბავშვებმა ბევრი იმხიარულეს, საინტერესო ზღაპრები მოისმინეს, კბილების გამოხეხვის სწორი ტექნიკა ისწავლეს და ერთმანეთს ასწავლეს.  სტუმრად “ქოლგეით-პალმოლივის” ექიმი ბაჭია და რვაფეხა “ჰენდიც” მოიწვიეს, რომლებმაც ჰიგიენური მოვლის საშუალებებით ყველა მონაწილე დაასაჩუქრეს. შეხვედრა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმით “კბილების სამეფოთი” დასრულდა. აღსაზრდელებს სპეციალური, სიმბოლური  სერტიფიკატები იმის  დასტურად გადაეცათ, რომ  ჰიგიენური მოვლის უნარ-ჩვევებს წარმატებით დაეუფლნენ.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი 13-14 ივლისი ბათუმი, სასტუმრო “რედისობ ბლუ”  პროგრამა 13 ივლისი 2012 წელი (დიდი დარბაზი) 08:30 – 09:30 რეგისტრაცია 09:30 – 09:45 კონგრესის ოფიციალური გახსნა სხდომის თავმჯდომარე მედ. მეცნ. დოქტ. პროფესორი, ვლადიმერ მარგველაშვილი 09:45-11:15 პროფ. მ. გლიკი (ბუფალო, ნიუ-იორკი, აშშ) “სტომატოლოგიური მკურნალობის პროტოკოლი სამედიცინო თვალსაზრისით რთული პაციენტებისთვის” 11:15 – 11:45 დრ-ი …

1 ივნისი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში

“ჩვენ ბავშვებისთვის” ამ სახელწოდების საინიციატივო ჯგუფი, ბექა პაპელაშვილის ხელმძღვანელობით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის პაციენტებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებითაა დაკავებული. ჯგუფში ასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. მათი უმეტესობა ახალგაზრდაა, ძირითადად – სტუდენტები.  პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საინიციატივო ჯგუფის წამოწყებას რადიქსიც შეუერთდა. რადიქსის ექიმები ლევკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ და ქოლგეით-პალმოლივის მიერ…

ორთოდონტიის მუდმივმოქმედი კურსები თბილისში

კომპანია “ემ აი ეს საქართველოს” (ალფა–დენტი) ინიციატივით და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, თბილისში ორთოდონტიის და მხატვრული რესტავრაციების მუდმივმოქმედი კურსები გაიხსნა. კურსის პრეზენტაცია 2012 წლის 25-26 მაისს გაიმართა. ჩატარდა პირველი მასტერკლასები. თერაპიულ სექციას დრ.სლატსკი ხაგაი  – იერუსალიმის, ადასის უნივერსიტეტის   პირის ღრუს რეაბილიტაციის განყოფილების წარმომადგენელი უძღვებოდა.  ბატონი სლატსკი  2004 წლიდან  ექიმთა სპეციალიზაციის პროგრამას ხელმძღვანელობს. თბილისის მხატვრული რესტავრაციების კურსის პროგრამაც…

რადიქსელები სტამბულის სტომატოლოგიურ კონგრესზე

სტუდენტ–სტომატოლოგთა კვლევითი კლუბი სტამბულის უნივერსიტეტში გასული საუკუნის 90 წლებში (1991-92) დაარსდა და დღემდე ორიენტირებულია, მსოფლიო მასშტაბით შეკრიბოს ახალგაზრდა სტომატოლოგები, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწევიან. დაფუძნებიდან ორ წელიწადში, 1994 წელს, კლუბმა გაუკეთა ორგანიზება ევროპის სტუდენტ სტომატოლოგთა მეთოთხმეტე ყოველწლიურ შეხვედრას. კლუბი მალევე გაწევრიანდა სტუდენტ სტომატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციაში და ამ ცხრამეტი წლის მანძილზე, 18 ნაციონალურ და 6 საერთაშორისო მასშტაბის…

ლექცია–მასტერკლასები ორთოდონტიასა და ესთეტიკურ რესტავრაციებში

2012 წლის 25–26 მაისს, კომპანია “ემ აი ეს საქართველოს” (ალფა–დენტი) ორგანიზებით და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, ჩატარდება ლექცია–მასტერკლასები ორთოდონტიასა და ესთეტიკურ რესტავრაციებში.   The Magic and Illusion of Anterior Teeth Restoration პარასკევი 25. 05 .2012 სალექციო კურსის თემები: აღდგენით სტომატოლოგიაში გამოყენებული მასალები, სრული მიმოხილვა; ჰელიო დასხივების აპარატები, მიმოხილვა; ესთეტიკა და სინათლის ფერის ფიზიკური თვისებები; კბილის…

კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები

28 აპრილს, ქალაქ თელავში, რადიქსის კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, რადიქსის მეორე სამეცნიერო კონფერენცია „კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ სასტუმრო “ძველ თელავში” ჩატარდა,  რომელსაც სიღნაღის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, წნორის და თბილისის ექიმი-სტომატოლოგები ესწრებოდნენ. კონფერენცია კომპანია „ჯი-პი-სის“, კომპანია „ნიკომედის“, სტომატოლოგიური კლინიკა „ცედექსის“, ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ „ელიტის“, კბილთა რესტავრაციის სკოლის, კომპანია…

მეორე სამეცნიერო კონფერენცია კახეთის რეგიონში

28 აპრილს, ქალაქ თელავში, რადიქსის კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით, რადიქსის მეორე სამეცნიერო კონფერენცია „კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდება. პროგრამა: 11.00-12:00 „სტომატოლოგიურ დაავადებათა  მკურნალობის  თავისებურებები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში“ – ზურაბ ალხანიშვილი, ექიმი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი 12:00-12:30 „დაბინძურებასთან ბრძოლა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ – ლევან ჟორჟოლიანი ( კომპანია „ჯი-პი-სი“) 12:30-13:00 ლანჩი 13:00-13:15 “თანამედროვე მიდგომა აასს…

თბილისის II საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

2012 წლის 24-25 მარტს თბილისში, სასტუმრო „დიპლაზაში“, უკვე ტრადიციულად, თბილისის მეორე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი  ჩატარდა! წლევანდელი კონგრესი ოთხ სექციად მიმდინარეობდა.  24 მარტის სექცია რადიქსის პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა გახსნა და მონაწილე კომპანიებს სერტიფიკატები გადასცა.  მისასალმებელი სიტყვით  წარსდგა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილიც. კონგრესის არაოფიციალური ნაწილი კუბური ბარის, „ფიდელის“ მოცეკვავეებმა გახსნეს. ოფიციალური ნაწილი კი ზურაბ…

II საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი (პროგრამა)

თბილისის II საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი, სამეციერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის”ორგანიზებით, 2012 წლის 24-25 მარტს, სასტუმრო D’Plaza-ში ჩატარდება. სპონსორები და მხარდამჭერები:   გენერალური სპონსორი: კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი” “ფარმაცევტული კომპანია “ჯი-პი-სი”,  საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია;  საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია. მონაწილე კომპანიები: კორპორაცია “დენტსპლაი”, კომპანია “ნიკომედი”, კომპანია “ბინაკა საქართველო”; კომპანია “dentalmarket.ge” წინასწარი პროგრამა: 24 მარტი   09:30 – რეგისტრაცია 10:00-12:00  “აუტისტური სპექტრის აშლილობა…