ალფაბიოს მასტერკლასები დენტალურ იმპლანტოლოგიაში

კომპანია “იმპლადენტი”   (“კომპანია “ალფაბიოს” ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენლობა საქართველოში) 2013 წლის 26-27 იანვარს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ სამეცნიერო კონფერენციას და მასტერ-კლასებს იმპლანტოლოგიაში. პროგრამა: 26 იანვარი / 11:00-11:30/ ალექს პუპკო (‘ალფა ბიოს” გაყიდვების დირექტორი) “ალფა ბიოს” იმპლანტების უპირატესობა სხვა მწარმოებლების პროდუქტთან” 26 იანვარი /11:30-12:00/  ერასტო შენგელია “საიმპლანტაციო  ველის ანატომია და მორფოლოგია” ძვლის ქსოვილის არქიტექტონიკა, ქვედა და ზედა…

იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია ქუთაისში

2012 წლის 30 ნოემბერს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამეცნიერო კვლევით ცენტრ “რადიქსის” რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია და სამეცნიერო კონფერენცია “კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები” ჩატარდა. კონფერენციას რადიქსის ორთოპედიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი აფხაძე უძღვებოდა. მისასალმებელი სიტყვით ცენტრის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი, რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ექიმი-ორთოპედი  ლევან მორჩაძე და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ…

ლექცია-მასტერკლასები დენტალურ იმპლანტოლოგიაში

2012  წლის 16-17 ნოემბერს, სასტუმრო D-პლაზაში, კომპანია Implant Line Georgia-ს ორგანიზებით და რადიქსის მხარდაჭერით,  ჩატარდა ლექცია-სემინარი იმპლანტოლოგიაში, რომელსაც უძღვებოდა ყბა-სახის ქირურგი, ქირურგი-იმპლანტოლოგი, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი, მოსკოვის დიპლომის შემდგომი სწავლების ქირურგიული სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის კათედრის ასისტენტი არტურ ზაქარიანი. ბატონი არტური, როგორც მან აღნიშნა, მუშაობს იმპლანტოლოგიაში 1993 წლიდან. რამაც მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვა. ლექცია…

რადიქსის საბავშვო პროგრამა თბილისის 158-ე საჯარო ბაგა-ბაღში

რადიქსის ბავშვთა პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის 20 ნოემბერს,  RADIX-ის ექიმი სტომატოლოგები,  “ქოლგეით-პალმოლივის” ექიმი ბაჭიები და რვაფეხა “ჰენდი” თბილისის 158-ე ბაგა-ბაღს ეწვივნენ. კომპანია “ქოლგეითმა საჩუქრად კბილის პასტები, ჯაგრისები, და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.  აღსაზრდელებს სპეციალური, სიმბოლური,  სერტიფიკატები იმის  დასტურად გადაეცათ, რომ  ჰიგიენური მოვლის უნარ-ჩვევებს წარმატებით დაეუფლნენ.

კლინიკური სტომატოლოგიის გამოწვევები – ქუთაისში

2012 წლის 30 ნოემბერს რადიქსის რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია და სამეცნიერო კონფერენცია “კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები” ქუთაისში ჩატარდება! პროგრამა: რადიქსი – ჯანმრთელი მომავლისთვის” – ნინო გვასალია (ექიმი-სტომატოლოგი, სკც. რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი) “კბილთა გათეთრების მეთოდები და გამოყენებული საშუალებები” – გვანცა ტაბაღუა (სკც. რადიქსის გენერალური მდივანი,სტომატოლოგიური კლნიკა “ცედექსის” ექიმი-სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი და დოქტორანტი) “კბილთა რესტავრაციის სტანდარტები”, “საღეჭი კბილების მხატვრული რესტავრაცია” – ირენ ზენტეკი (ექიმი-რესტავრატორი, კბილთა…

მალე: ჯანმრთელი ღიმილის ერთი თვე საქართველოში (ანონსი)

2012 წლის 15 ოქტომბრს კომპანია “ქოგეით-პალმოლივის” ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, “ჯანმრთელი ღიმილის თვე” დაიწყება. აქცის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი ღონსძიებები: ორი მობილური კლინიკა ყოველდღიურად მოემსახურება პაციენტებს. სერვსი გულისხმობს უფასო კონსულტაციას, მკურნალოს დაგეგმარებასა და საჩუქრებს კომპანია ქოლგეითისგან. მობილური კლინიკები განთავსებული იქნება საბურთალოს გუდვილსა და სავაჭრო ცენტრ “ჯი-თი-სი-ში” 15 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის…

Implant Line Georgia

ლექცია-მასტერკლასები დენტალურ იმპლანტოლოგიაში

16-17 ნოემბერს კომპანია Implant Line Georgia გეპატიჟებათ სამეცნიერო კონფერენციაზე. თემა – დენტალური იმპლანტაცია.  ჩატარდება ლექცია-მასტერკლასები.  რეგისტრაციისთვის მიმართეთ Implant Line Georgia-ს ადმინისტრაციას. გრაფიკი: 16 ნოემბერი – 17 საათი 17 ნოემბერი: 11 საათი. თითოეული დამსწრე Implant Line Georgia-სგან საჩუქრად ერთ იმპლანტს მიიღებს! ღონისძიებები ხორციელდება სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით  და  რადიქსის წევრებისთვის გათვალისწინებულია 30%-იანი ფასდაკლება. მსურველები დაგვკავშირდით შემდეგ ტელეფონებზე:…

სტომატოლოგიური მომსახურების თანამედროვე სტანდარტები

2012 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, ლანჩხუთის რაიონში, გრიგოლეთში, სასტუმრო „ანდამატში“  სამეცნიერო კონფერენცია “სტომატოლოგიური მომსახურების თანამედროვე სტანდარტები” ჩატარდა. მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს გენერალური დირექტორი, საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი ნუცა ზურაბიანი და კონფერენციის ორგანიზატორი, საბჭოს გენერალური მდივანი ზურაბ ალხანიშვილი. ნუცა ზურაბიანმა…

საბავშვო პროგრამა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში

2012 წლის 24 აგვისტოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსას საბავშვო ბაღს  რადიქსის ექიმი სტომატოლოგები – ზურაბ ალხანიშვილი და ლანდა ლურსმანაშვილი ესტუმრნენ და აღსაზრდელებს ჰიგიენური მოვლის საშუალებებსა და აუცილებლობაზე ესაუბრნენ. აღსაზრდელებს კომპანია ქოლგეით-პალმოლივის მიერ დაწესებული კბილის პასტები და ჯაგრისები გადაეცათ. სემინარი საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველოს” ფარგლებში, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმით “კბილების სამეფოთი” დასრულდა.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი

2012 წლის 13-14 ივლისს ქ. ბათუმში,  სასტუმროში  “რედისონ ბლუ ბათუმი”, რადიქსის მხარდაჭერით,  საქართველოს სტომატოლოთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. კონგრესი გახსნა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი მენაბდემ. მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ კოლეგები საქართველოდან და მოწვეული სტუმრები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან. კონგრესზე სამეცნიერო მუშაობა სამი მიმართულებით, სამ სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობდა. ყბა-სახის ქირურგთა და იმპლანტოლოგთა სექციაზე საინტერესო მოხსენებები…