თბილისის III საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი, 6-7 აპრილს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, სასტუმრო „დიპლაზაში“ ჩატარდა. კონგრესი რეტრო ანსამბლმა „ჯორჯიამ“ გახსნა (ხელმძღვანელი სერგო ტყაბლაძე). მისასალმებელი სიტყვით „რადიქსის“ პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი და ასოციაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ მარგველაშვილი წარსდგნენ. კბილთა რესტავრაციის სკოლის დირექტორმა ზურაბ გერსამიამ კბილთა რესტავრაციის…

კონკურსი საღეჭ კბილთა რესტავრაციაში – პირველი სეზონის შედეგები

2013 წელს, კბილთა რესტავრაციის სკოლა „ელიტის“ ორგანიზებით, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა კონკურსი ქართველი ექიმი-სტომატოლოგებისთვის საღეჭ კბილთა რესტავრაციაში. კონკურსის მიზანს წარმოადგენდა ნიჭიერი ახალგაზრდა სტომატოლოგების შემოქმედებითი საქმიანობის   წახალისება, საღეჭი კბილების  რესტავრაციის თანამედროვე მეთოდებისა და ტექნოლოგიის პოპულარიზაცია, სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების დახვეწა, საუკეთესო ახალგაზრდა ექიმი რესტავრატორის გამოვლენა. კონკურსი 3 ეტაპად წარიმართა: I…

სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია (TIDC) – 2013 წლის შედეგები

თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე (TIDC) მესამე წელია, სტუდენტების და რეზიდენტების სექცია არსებობს. სექციის მიზანია, ახალგაზრდა მკვლევარების წახალისება შემდგომი სამეცნიეროო მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით. სექციაში მონაწილეობა სტომატოლოგიის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და ყველა რეზიდენტს შეუძლია. 2012 წლიდან სექციის ხელმძვანელია გვანცა ტაბაღუა  – მკვლევარი და დოქტორანტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), “რადიქსის” გენერალური მდივანი, ექიმი-სტომატოლოგი (სტომატოლოგური კლინიკა და სასწავლო ცენტრი…

გამოფენა: “ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან”

ლიტერატურის მუზეუმში  27 ივნისს  გამოფენა „ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან“ გაიხსნა. გამოფენილი მასალები პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სასიყვარულო ისტორიის გამოაშკარავებასთან ერთად ცხადყოფს, რომ  დარიანული ციკლის ავტორი არა მარტო პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძეც არის.  განაგრძეთ კითხვა.. ავტორი გიორგი გვახარია 07.07.2013 ბოლო დროის ქართული კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენაა გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ელენე ბაქრაძის მოღვაწეობისადმი…

ნინო გვასალია

ლიტვის სტომატოლოგიური პალატის IV საერთაშორისო კონგრესი

ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვს დიდი პატივია, გაგაცნოთ რადიქსის წევრების ვიზიტი ლიტვის საერთაშორისო კონგრესზე. ნებისმიერი პრაქტიკოსი ექიმისთვის საამაყოა, როცა უცხო ქვეყნის საერთაშორისო კონგრესზე იღებს მოწვევას, რათა საკუთარი გამოცდილება თუ ცოდნა გაუზიაროს სხვა ქვეყნის ექიმებს, სტუდენტებსა და რეზიდენტებს. 2013 წელს მსგავსი პატივი და დიდი პასუხისმგებლობა გვერგო წილად რადიქსის გამგეობის წევრებს: ზურაბ ალხანიშვილს, ნინო გვასალიასა და გვანცა ტაბაღუას. ორგანიზაციის…

მარკეტინგული აუდიტი, სამედიცინო დაწესებულების მართვა და მოდელირება

მარკეტინგული აუდიტი, პოზიციონირება ISO  სტანდარტების მიხედვით. 13-14 ივლისი, ბაზალეთი (Bazaleti Hotels group – http://www.bazaletilake.ge/) ბიზნეს საკონსულტაციო, საინვესტიციო ჯგუფი MCI-ის მოწვევით, ივლისში საქართველოს ესტუმრება საერთაშორისო ბიზნეს ექსპერტი, მარკეტინგული აუდიტის კონსულტანტი Friedrich W.Schrafft საქართველოში პირველად MCI group-ის ორგანიზებით ტარდება სემინარი მარკეტინგული აუდიტის შესახებ – ISO  სტანდარტების მიხედვით. სემინარის ხანგრძლივობა არის ორი სრული დღე. სემინარის მოსმენის შემდეგ თქვენ…

საქართველო–უკრაინა პირველი სტომატოლოგიური კონგრესი

24-29 ივნისს, გრიგოლეთში, სასტუმრო “ანდამატში” გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ორგანიზებით, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის”, საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების და ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის მხარდაჭერით,  ჩატარდება საქართველო-უკრაინის პირველი ერთობლივი ახალგაზრდული სტომატოლოგიური კონგრესი. ლექციები და მასტერ–კლასები გაიმართება რუსულ და ინგლისურ ენებზე. მომხსენებლები: პროგრამა: კონგრესზე დასწრების ღირებულებაა 320 ლარი. თანხაში შედის ცხოვრება , სამჯერადი კვება, ლექციებზე დასწრება, მასტერ კლასი. რეკვიზიტები: საბანკო კოდი – TBCBGE 22 მიმღების დასახელება – ანა ბოკუჩავა…

The FDI president Orlando Monteiro da Silva with Mariam Margvelashvili

დსთ-ს ქვეყნების სტომატოლოგების მე-11 სტომ. კონგრესი

ძვირფასო კოლეგებო, ჩემთვის დიდი პატივია, მოგახსენოთ დსთ-ს ქვეყნების სტომატოლოგების მე-11 კონგრესის შესახებ. დსთ-ს სტომატოლოგების კონგრესი აერთიანებს რუსეთის, უკრაინის, ბელორუსიის, მოლდოვეთის, სომხეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთის და თურქმენეთის სტომატოლოგიურ ასოციაციებს, რათა ხელი შეეწყოს უწყვეტ სტომატოლოგიურ განათლებას და პროფესიულ განვითარებას. როცა პირველად  დავესწარი ამ კონგრესს, ჯერ კიდევ 2007 წელს, გახლდით თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტის სტუდენტი. მაშინ კონგრესი კუშადასში (თურქეთი) ჩატარდა…

საქართველო-სომხეთის პირველი ბინაციონალური კონგრესი

ჩემი პატივია, რომ ვაცნობო კოლეგებს პირველი ქართულ-სომხური ბინაციონალური კონგრესის შესახებ, რომელიც გაიმართა 22-23 მაისს ერევანში და 25-26 მაისს თბილისში. კონგრესის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტ პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის და სტომატოლოგიური განათლების და კვლევის ასოციაციის პრეზიდენტ პროფესორ ლაზარ იესაიანს. ეს პიროვნებები გახლდნენ აგრეთვე ნაციონალური საორგანიზაციო კომიტეტების თავმჯდომარეები. ბინაციონალურმა კონგრესმა გააერთიანა საქართველის იმპლანტოლოგთა ასოციაცია, საქართველოს სტომატოლოგთა…

ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი სამეცნიერო კონფერენცია

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენუტრი სამეცნიერო ასოციაცია (ს.ა.მ.ს.ა) გიწვევთ – “სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა პირველ სამეცნიერო კონფერენციაზე”, რომელიც ეძღვნება სამედიცინო სკოლა “აიეტი”-ს დაარსებიდან 20 წლის იუბილეს. მოხსენებებით წარდგებიან დიპლომამდელი სტუდენტები, PhD სტუდენტები, ახალგაზრდა მეცნიერები და მოწვეული სპიკერები მედიცინის, ფარმაციისა და ბიომედიცინასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ფაკულტეტიდან. კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური. კონფერენცია გაიმართება ივანე…