სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ორსულებში

2011 წლის 25 მარტს, სასტუმრო D’Plaza-ში,  სამეცნიერო-კვლევით ცენტრ  RADIX-ის და კომპანია “ქოლგეით-პალმოლივის” ორგანიზებით, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის,  საქართველოს გინეკოლოგთა ასოციაციის და კომპანია “სიმილია ფარმას” მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია “სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ორსულებში”. კონფერენციის 200-მდე სტომატოლოგი და გინეკოლოგი დაესწრო. მისასალმებელი სიტყვით RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და კომპანია ქოლგეით-პალმოლივის წარმომადგენელი ქეთევან ჩხეიძე წარსდგნენ. პროფესორმა გიორგი მენაბდემ სტომატოლოგების და მედიცინის…

ჯანმრთელი ღიმილის ერთი თვე საქართველოში

12 სექტემბერი პირის ღრუს ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ თარიღს კომპანია „ქოლგეით-პალმოლივის“ ქართული წარმომადგენლობა, RADIX-ის და სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, პროექტით „ჯანმრთელი პირის ღრუს ერთი თვე საქართველოში“ შეხვდა. 2010 წლის 12 სექტემბრიდან, აქცია თბილისის 35 სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარდა. ორი მობილური კლინიკა კი ერთი თვის მანძილზე თბილისის სხვადასხვა უბნებში მოძრაობდა. საერთო ჯამში, პროექტში მონაწილეობა რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო.…

სემინარი სოფელ შილდაში

2010 წლის 25 ივლისს RADIX ყვარლის რაიონის სოფელ შილდას ეწვია. შილდის ექიმ-სტომატოლოგის, თეა რაზმაძის, ინიციატივით, კულტურის სახლში 300-მდე ბავშვი შეიკრიბა. მისასალმეელი სიტყვით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გვანცა ქურციკაშვილი და RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი წარსდგნენ.

RADIX & კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა

სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX–ის და კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სემინარები დედოფლისწყაროს რაიონში

საქართველოს სტომატოლოთა ასოციაციის VI საერთაშორისო კონგრესი

2010 წლის 9-10 ივლისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ს მხარდაჭერით, ქ. ბათუმში, სასტუმროში “ინტურისტ პალასი” საქართველოს სტომატოლოთა ასოციაციის VI საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. კონგრესს 300-ზე მეტი სტომატოლოგი ესწრებოდა, როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ისე უცხოეთიდან.

მინიმალური ინვაზიური ესთეტიკური სტომატოლოგია

RADIX „The Geneva Smile Center“-თან თანამშრომლობას იწყებს 2010 წლის 12 ივნისს „The Geneva Smile Centre“-დან, RADIX-ის მოწვევით, საქართველოს დოქტორი ბენბაშირ ნასერი ( Benbachir Nacer) ეწვია.

ჩვენ ვხედავთ მზეს

ფესტივალს RADIX-იც შეუერთდა… 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, პატარები ნოდარ დუმბაძის მიერ დაარსებულ ბავშვთა ქალაქ მზიურში მზესთან ერთად ხვდებიან. რაც მთავარია, მზე არ არის ერთი, ყველას თავისი მზე ჰყავს, ამ დღეს ყველა მზედაა ქცეული. მზიურში იმდენი მზეა, რამდენ ადამიანსაც მოჰკრავთ თვალს. დიდი და პატარა, ყველა მზედ გახდომას ცდილობს.

RADIX & ხელოვნების აკადემია

2010 წლის 19 იანვარს ხელოვნების აკადემიის და RADIX-ის ორგანიზებით, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და კომპანია ქოლგეით-პალმოლივის მხარდაჭერით, ჩატარდა საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “ხელოვნების აკადემიის” შენობაში “მომავლის სახლის” მზუნველობამოკლებული 40 აღსაზრდელისთვის.

II საშობაო კონფერენცია

2009 წლის 26 დეკემბერს “შერატონ მეტეხი პალასში” საქართველოს ახალგაზრდასტომატოლოგთა საზოგადოების (სასს-ის) ეგიდით და სამეცნიერო კვლევითი ცენტრ RADIX -ის თანაორგანიზებით ჩატარდა II საშობაო კონფერენცია.  პროექტიგანხორციელდა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, კლინიკების – “დენტექსი95”, “ცედექსი”, “მედი”, “ორთოდონტიული ცენტრის”, სტომატოლოგიური კომპანიაTBILISI DENTALI -ის დახმარებით. მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისპრეზიდენტი პროფ. გ. მენაბდე და ვიცე-პრეზიდენტი პროფ. ქ. გოგილაშვილი. კონფერენცია ჩატარდა…